ფიჯელები კორონავირუსისგან განიკურნენ და საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

ფიჯელები კორონავირუსისგან განიკურნენ და საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

© Fiji Rugby

ფიჯის რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდის ცნობით, "მფრინავმა ფიჯელები" ორკვირიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, რომელიც კოვიდ 19-მა გამოიწვია, მოედანს დაუბრუნდნენ და ვარჯიშს შეუდგნენ.

"კარგი ამბავი საფრანგეთიდან. "მფრინავი ფიჯელები" თანდათან უბრუნდებიან ვარჯიშს და ემზადებიან შემოდგომის ერთა თასზე მათი ბოლო მატჩისთვის საქართველოს წინააღმდეგ", - წერია ფიჯელთა განცხადებაში.

როგორც იცით, ფიჯის ნაკრების მიერ ჯგუფურ ეტაპზე გასამართი სამივე მატჩი გაუქმდა და ყველა შემთხვევაში წაგება 0:28 ჩაეთვალათ. საფრანგეთთან გასამართი პირველი თამაშისთვის ფიჯელთა ბანაკში კოვიდის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო მომდევნო კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა და შესაბამისად, იტალიასთან და შოტლანდიასთან მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახდა.

როგორც ხედავთ, ფიჯელები კარანტინში ყოფნის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ და "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება და ვერნ კოტერის გუნდი ტურნირზე ერთი მატჩის ჩატარებას მაინც შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ "მფრინავი ფიჯელები" თამაშს შეძლებენ, მაშინ ეს დაპირისპირება 5 დეკემბერს "მარიფილდზე" შედგება. 






კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)