ნაიჯელ ოუენსს საიუბილეო მე-100 ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, სპეციალური საჩუქარი დაუმზადეს

ნაიჯელ ოუენსს საიუბილეო მე-100 ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, სპეციალური საჩუქარი დაუმზადეს

ნაიჯელ ოუენსი დღეს მსოფლიო რაგბის ისტორიაში ახალ ფურცელს დაწერს. ის გახდება პირველი მსაჯი, რომელიც 100 სანაკრებო მატჩში იმსაჯებს. ნაიჯელი საიუბილეო შეხვედრას 28 ნოემბერს "სტად დე ფრანსზე" გაუძღვება, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები იტალიას უმასპინძლებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლეგენდარულ უელსელ მსაჯს უამრავმა მსოფლიო ვარსკვლავმა მიულოცა, ხოლო Prime Video Sport-მა, რომელიც შემოდგომის ერთა თასის მთავარი გამშუქებელია, 49 წლის რეფერის სპეციალური ჯილდო დაუმზადა და მატჩამდე გადასცა. ეს არის ოქროს სასტვენი, რომელზეც ამოტვიფრულია, რომ მისთვის 28 ნოემბერს საფრანგეთი - იტალია მე-100 ტესტი იქნება, რომელზეც იმსაჯებს.

"დიდი მადლობა Prime Video Sport-ს ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის, რომელიც შაბათის ჩემს მატჩს, საფრანგეთი-იტალიას ეძღვნება. მე ვეცდები, რომ ხშირად არ ვუსტვინო. დიდი მადლობა, ამას ძალიან ვაფასებ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა ლეგენდარულმა მსაჯმა. 

საფრანგეთი - იტალიის მატჩი შაბათს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)