სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რაგბი ჩემპიონშიპის მეხუთე ტურში უაღრესად საინტერესო მატჩი შედგება, ავსტრალიის ქალაქ ნიუკასლში ერთმანეთს ახალი ზელანდია და არგენტინა დაუპირისპირდებიან.
ორი კვირის წინ სიდნეიში "პუმებმა" პირველად დაამარცხეს მრისხანე "ოლ ბლექსი" და ისინი ყველანაირად შეეცდებიან რევანშის აღებას, მაგრამ მათზე კიდევ უფრო დიდი მოტივაცია აქვთ. როგორც იცით, ორი დღის წინ მსოფლიო სპორტის ლეგენდა დიეგო მარადონა გარდაიცვალა და არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
"ოლ ბლექსთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ განაცხადა, რომ მარადონა მთელი არგენტინის და ყველა არგენტინელის სიამაყე, სიმბოლოა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი სპორტის ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია ეს ადამიანი. დიეგო, ყველასთვის კუმირია. ლედესმას თქმით, ისინი შაბათს სწორედ დიეგოს ხსოვნის პატივსაცემად ითამაშებენ.
"დიეგო ჩვენთან ყოველთვის ახლოს იყო. ის დიდი პატრიოტი იყო და გულშემატკივრობდა ყველა გუნდს, რომელზეც არგენტინის დროშა ეხატა, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას. იგი ამას ყოველთვის სულით და გულით აკეთებდა და გარკვეულწილად სწორედ მან გვასწავლა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება მინდორზე.
დიეგო ჩვენთვის ნამდვილი გმირია, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და მისი სასწაულები. ის საოცრება იყო, არის და იქნება, რადგან დიეგო მარადიულია და ჩვენ ყოველთვის, სამუდამოდ გვემახსოვრება. დიეგო არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ ყველა არგენტინელის სიმბოლოა.
მარადონა გარკვეულწილად არის იმის მაგალითი, თუ როგორები ვართ არგენტინელები. მან უამრავ ადამიანს რთულ პერიოდებში სიხარული მოუტანა. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან მოკრძალებული ადგილიდან გამოვიდა და გახდა ფეხბურთის მეფე. დიეგოს შესახებ ყველაფერი კარგი უნდა გვახსოვდეს, მას შეეძლო მთელი ქვეყნის გაერთიანება, მას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მრწამსის არგენტინელი გაეერთიანებინა.
მას არგენტინის მორაგბეთა ნაკრები ძალიან უყვარდა და როდესაც შეეძლო, ჩვენს თამაშებზე მოდიოდა. გემახსოვრებათ 2015 წლის მსოფლიო თასის მატჩები, თუ როგორ გვგულშემატკივრობდა ის. დიეგო ჩვენი სიამაყეა და შაბათს "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად ვითამაშებთ, ის ჩვენი შთაგონების წყარო იქნება", - განაცხადა მარიო ლედესმამ.
არგენტინის და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩი შაბათს თბილისის დროით 12:45 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.