სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

კვირას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება 18 წლის ფულბეკ დავით ნინიაშვილს, რომელიც მარქაფაში იქნება და ბორჯღალოსნებს სავარაუდოდ მეორე ტაიმში გააძლიერებს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
დავით ნინიაშვილმა რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, სკოლაში დაიწყო, გარკვეული პერიოდი ჭიდაობით დაკავდა, თუმცა საბოლოოდ ოვალით თამაშმა უფრო მოხიბლა და რაგბს დაუბრუნდა.
მან ‘ხვამლთან’ ერთად საქართველოს რეგიონალური და პირველი ლიგა ითამაშა, 18-წლამდე ბორჯღალოსნებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი და 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ფრანგულ ტურნეზე იმყოფებოდა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა და ახლა დებიუტი ეროვნულ გუნდში, ‘ავივაზე’ ექნება:
„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მაისიდან ვარჯიშობ. გავიცანი ნაკრების წევრები, რომლებიც მხარში მიდგანან და მეხმარებიან განვითარებაში, მისწორებენ ვარჯიშებზე დაშვებულ შეცდომებს. ასევე მნიშვნელოვნად მოვუმატე ფიზიკურად და თამაშის ცოდნის კუთხით. ინგლისში ყველა ვარჯიში სრულყოფილად ჩავატარე, ახლა მივიღე შანსი, რომელსაც მოუთმენლად ველოდი და ვეცდები ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო“.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ 18 წლის დებიუტანტს ბევრის მიღწევა შეუძლია:
„დავით ნინიაშვილს მწირი გამოცდილება აქვს, დიდ 10-შიც კი არ უთამაშია და მასთან მიმართებაში ცოტას ვფრთხილობდით. გვსურდა გუნდთან ერთად ყოფნით თავდაჯერებულობა მოეპოვებინა და ახლა თამაშის შანსს მიიღებს. ის შრომისმოყვარე ახალგაზდაა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლია“.
„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდში ბორჯღალოსნები ირლანდიას 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე ეთამაშებიან.
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.