შალვა მამუკაშვილი: "საქართველო 6 ერში სათამაშოდ ორ წელში იქნება მზად"

შალვა მამუკაშვილი: "საქართველო 6 ერში სათამაშოდ ორ წელში იქნება მზად"

საქართველოს ნაკრების და "ლესტერ ტაიგერსის" კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა  ცოტა ხნის წინ AFP-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოს ნაკრები 6 ერის ძლიერ ნაკრებებთან საბრძოლველად მზად 2 წელიწადში იქნება. 

მისი განცხადებით, შემოდგომის ერთა თასზე ინტერგრაცია და წამყვან ქვეყნებთან თამაში საქართველოს ნაკრებს რეალური პროგრესის შესაძლებლობას მისცემს.

ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი, ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას კვირას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და აქამდე მათ ჯერ ქულა არც ერთ მოწინააღმდეგესთან არ აუღიათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, ქართველების უმეტესობა ტურნირს უპრაქტიკოდ და ბოლომდე მოუმზადებელი შეხვდა. მამუკაშვილმა კარგად იცის, რომ პროგრესისტვის ასეთ გუნდებთან მეტი თამაშია საჭირო.

მამუკაშვილი გახლდათ პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც პრემიერშიპში ითამაშა 2014 წელს. ის იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანა ასეთ მატჩებში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას. 

"საქართველომ ასეთი თამაშები ტოპ ქვეყნებთან რეგულარულად უნდა ითამაშოს, ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდა მორაგბეები დიდ პროგრესს განიცდიან" 

მეორეს მხრივ მამუკაშვილმა თავის თავს მიზანი დაუსახა, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობაში მდგომარეობს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)