გოდერძი შველიძე ბრივის მთავარი გუნდის შერკინებას გაწვრთნის

გოდერძი შველიძე ბრივის მთავარი გუნდის შერკინებას გაწვრთნის

ლეგენდარული ქართველი პირველხაზელი გოდერძი შველიძე "ბრივის" მთავარი გუნდის შერკინებას გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შველიძე, რომელიც აქამდე "ბრივის" 21-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, პროფესიონალურ გუნდს მარკ დელ მასოს ნაცვლად შეუერთდება, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით სპორტს ჩამოშორდა და მის დაბრუნებამდე შერკინების მწვრთნელის პოსტს 42 წლის ქართველი დაიკავებს.

გოდერძის საქართველოს ნაკრების რიგებში 62 კეპი აქვს მოხვეჭილი და სამ მსოფლიო თასზე უთამაშია. ის "ბრივში" 2012-2016 წლებში თამაშობდა და 51 შეხვედრა ჩაატარა, 2016 წელს კი მოთამაშის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. მისი და ფილიპ კარბონოს დუეტი გასული სეზონიდან "ბრივის" 21-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებენ. შველიძე ამ თანამდებობაზეც დარჩება. 

როგორც იცით, "ბრივი" ქართველი მორაგბეების სიმრავლით გამოირჩევა. ამ კლუბში თამაშობენ: სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე, ბადრი ალხაზაშვილი, ოთარ გიორგაძე, ირაკლი ცხადაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)