არგენტინის ნაკრები ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დიეგო მარადონას პატივსაცემად ითამაშებს

არგენტინის ნაკრები ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დიეგო მარადონას პატივსაცემად ითამაშებს

გუშინ საღამოს მთელი მსოფლიო საშინელმა ამბავმა შეძრა. ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, გლოვაა ნეაპოლშიც, სადაც "სან პაოლოს" სახელის გადარქმევას და ლეგენდარული არგენტინელის სახელის დარქმევას უპირებენ. გლოვობენ და დიეგოს ემშვიდობებიან სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლები, გულშემატკივრები. 

მარადონას გარდაცვალებას უმალ გამოეხმაურნენ არგენტინელი მორაგბეები, ლეგენდარულ ფეხბურთელთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და ღრმა წუხილი გამოთქვეს. როგორც ცნობილია, მარადონას ძალიან უყვარდა რაგბი და ყველას კარგად ემახსოვრება, თუ როგორ გულშემატკივრობდა საკუთარ ქვეყანას 2015 წლის მსოფლიო თასზე. 

არგენტინის ნაკრები შაბათს 3 ერის ეგიდით ავსტრალიის ქალაქ ნიუკასლში ახალ ზელანდიას ეთამაშება და "პუმები" ამ მატჩს სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელის ხსოვნის პატივსაცემად ითამაშებენ. ამის შესახებ, არგენტინის რაგბის კავშირმა და "პუმების" მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ "პუმებმა" ორი კვირის წინ "ოლ ბლექსი" ისტორიაში პირველად დაამარცხეს. შაბათს კი შეეცდებიან, რომ ეს მეორედ გააკეთონ და გამარჯვება დიეგოს ხსოვნას მიუძღვნან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)