სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გუშინ საღამოს მთელი მსოფლიო საშინელმა ამბავმა შეძრა. ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, გლოვაა ნეაპოლშიც, სადაც "სან პაოლოს" სახელის გადარქმევას და ლეგენდარული არგენტინელის სახელის დარქმევას უპირებენ. გლოვობენ და დიეგოს ემშვიდობებიან სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლები, გულშემატკივრები.
მარადონას გარდაცვალებას უმალ გამოეხმაურნენ არგენტინელი მორაგბეები, ლეგენდარულ ფეხბურთელთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და ღრმა წუხილი გამოთქვეს. როგორც ცნობილია, მარადონას ძალიან უყვარდა რაგბი და ყველას კარგად ემახსოვრება, თუ როგორ გულშემატკივრობდა საკუთარ ქვეყანას 2015 წლის მსოფლიო თასზე.
გთავაზობთ ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც დიეგო მარადონა არგენტინელ მორაგბეებთან ერთად გასახდელში "ღმერთის ხელს" მღერის, ცნობილ სიმღერას, რომელიც როდრიგო ბუენომ დიეგო მარადონაზე შექმნა. ვიდეო გადაღებულია 2015 წლის მსოფლიო თასზე "პუმების" მიერ მოგებული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ. მარადონა გასახდელში ჩავიდა და მორაგბეებთან ერთად გამარჯვება იზეიმა, მათ კი ლეგენდა დააფასეს და ცნობილი სიმღერა უმღერეს, რომელსაც თავად დიეგოც აჰყვა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.