სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
გასულ შაბათ-კვირას შემოდგომის ერთა თასის და 3 ერის მატჩები გაიმართა. შოტლანდიის ნაკრები "მარიფილდზე" საფრანგეთს დაუხვდა და 15:22 დამარცხდა.
ეს იყო პირველი მატჩი ტიერ 1-ის ქვეყნებს შორის, რომელსაც ქართველი მსაჯი მოემსახურა. ნიკა ამაშუკელი გვერდითი მსაჯი და შესაბამისად, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯის უეინ ბარნსის ასისტენტი გახლდათ. 26 წლის ამაშუკელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა, აქტიურად იყო თამაშში ჩართული და შეხვედრის ბოლოს ბარნსს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა, როდესაც ნიკამ სწორად შენიშნა, რომ ფრანგების 5-მეტრიანში უკანასკნელად ბურთს გაელ ფიკუ შეეხო და ისე გადავიდა აუტში.
ცნობილმა გამოცემამ irishtimes.com-მა გასული მატჩების მსაჯობას სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ვეტერანი მსაჯი და ირლანდიის რაგბის კავშირის მსაჯების ყოფილი დირექტორი ოუენ დოილია. ირლანდიელმა ვეტერანმა მსაჯმა აღნიშნულ სტატიაში ნიკა ამაშუკელიც მოიხსენია. მან ქართველ მსაჯს მოკლე, მაგრამ ძალზე სასიამოვნო დახასიათება მიუძღვნა: "ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ გვერდითი მსაჯი, უეინ ბარნსის ასისტენტი და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ის არის მსაჯი, რომელსაც ჩვენ უეჭველად ვიხილავთ ამ დონეზე უფრო მეტად."
შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელს აქამდე ისეთ ტურნირებზე უმსაჯია, როგორებიცაა: 20-წლამდელთა 6 ერი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფა, პრო 14 და ჩელენჯ თასი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.