Irish Times: "მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, საღინაძე წითელ ბარათს არ იმსახურებდა"

Irish Times: "მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, საღინაძე წითელ ბარათს არ იმსახურებდა"

გასულ შაბათ-კვირას შემოდგომის ერთა თასის და 3 ერის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" უელსთან 0:18 დამარცხდა.

ცნობილმა გამოცემამ irishtimes.com-მა გასული მატჩების მსაჯობას სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ვეტერანი მსაჯი და ირლანდიის რაგბის კავშირის მსაჯების ყოფილი დირექტორი ოუენ დოილია. მან განიხილა 55-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი, რომელშიც ბექა საღინაძემ უელსელთა კაპიტანს ჯასტინ ტიპურიკს სახეში ხელი ჩაარტყა და ამისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა. დოილის აზრით, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ლუკ პირსმა და ჯოი ნევილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

"ირლანდიელი ჯოი ნევილი გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელიც იყო ვიდეორეფერი პირველი დონის გუნდების ტესტ-მატჩში. ის ორჯერ ჩაერთო თამაშში, როდესაც ჯარიმასთან დაკავშირებულ სანქციაზე იყო საუბარი და ეს ორივე შემთხვევაში ზუსტად გააკეთა. 

მეორე ასეთი ეპიზოდი იყო სახიფათო თამაში ბექა საღინაძის მხრიდან, რომელმაც მკლავი სახიფათოდ მოიქნია და სახეში მოარტყა უელსის კაპიტანს ჯასტინ ტიპურიკს, რომელმაც თამაში ვეღარ განაგრძო. პირსმა მონურად გამოიყენა მაღალ ბოჭვასთან დაკავშირებული პროტოკოლი და შეამცირა სასჯელის ზომა წითელიდან ყვითელ ბარათამდე. რატომ? იმიტომ, რომ ტიპურიკი ძირს ეცემოდა. მოდით განვმარტოთ, რომ გასაგები იყოს - იმ შემთხვევაში, თუ ბურთის წამღები მიდის დაბლა, მაშინ შემამსუბუქებელი ფაქტორი დასაშვებია. ეს საკმაოდ სამართლიანია. 

თუმცა, ამ შემთხვევაში, საღინაძე ხედავდა, რომ მოწინააღმდეგე დაბლა მიდიოდა და ხელი შემდეგ მოარტყა მაღლა. ამიტომაც, უელსელი გულშემატკივრების აზრი გასაგებია, თუ რატომ არიან გაღიზიანებულები მსაჯების გადაწყვეტილებით. ისინი თვლიან, რომ საღინაძე წითელ ბარათს იმსახურებდა. ლეგენდარულმა უელსელმა მორაგბემ სემ უარბარტონი ეს მომენტი შეაფასა, როგორც "იაფიანი ბინძური დარტყმა." -
წერია ზემოხსენებული გამოცემის სტატიაში.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)