ჭაბუკთა ლიგები თებერვლამდე შეჩერდა

ჭაბუკთა ლიგები თებერვლამდე შეჩერდა

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის და სამედიცინო სამსახურის გადაწყვეტილებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ჭაბუკთა ‘ა’და ‘ბ’ ლიგის გათამაშებები (მინიმუმ) თებერვლამდე შეჩერდა.

„გამომდინარე იქიდან, რაც ქვეყანაში ხდება, მივიღეთ გადაწყვეტილება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის შეჩერების შესახებ, რათა თავიდან ავირიდოთ ეპიდემიის გავრცელება, განსაკუთრებით ბავშვებში. კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობამ კაცთა ლიგებშიც საგრძნობლად იმატა და ჭაბუკთა ლიგებში, სადაც ბევრად მეტი გუნდია, ამის კონტროლი გაგვიჭირდებოდა. არსებობს მშობლების მოსაზრებებიც, რომლებიც სერიოზულად არიან შეშფოთებული“ – თქვა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

განახლდება თუ არა 2021 წლის თებერვლიდან ჭაბუკთა ლიგები, ქვეყანაში არსებულ პანდემიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)