სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" უელსთან 0:18 დამარცხდა.
გაგაცნობთ მსოფლიო პრესის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს "ბორჯღალოსნების" უკანასკნელ მატჩზე.
Planetrugby: "ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს შემოდგომის ერთა თასზე უმაღლესი დონის გუნდების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ უელსის ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, რომელმაც ზედიზედ ექვსი მატჩი წააგო, "ბორჯღალოსნებს" უნდა წარმოედგინათ, რომ "პარკ სკარლეტსზე" გასამართ მატჩში შეეძლოთ მოულოდნელი შედეგის ჩვენება.
ეს ასე არ მოხდა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები" ასეთ რბოლაში არასდროს არ ყოფილან და მათ ჰქონდათ ორი ასეთი კვირა ზედიზედ. ისინი ჯერ გახსნით მატჩში დამარცხდნენ ინგლისთან, შემდეგ კი უელსთან ვერ შეძლეს ქულის მოპოვება და 0:18 წააგეს.
ლევან მაისაშვილისთვის და მისი შეგირდებისთვის, მომდევნო მატჩი უფრო მარტივი არ უნდა იყოს, რადგან ისინი ირლანდიას ხვდებიან, რომელმაც გასულ შაბათს ინგლისთან უშანსოდ წააგო და კვირას გასამართი შეხვედრისთვის, ენდი ფარელის გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული იქნება."
The Guardian: "უელსის ნაკრებმა დაასრულა წაგებათა სერია, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ გაუჭირდათ საქართველოს წინააღმდეგ, რომლის არსენალშიც მხოლოდ ბრძოლა და გულით თამაში იყო. მათი შეტევები არ იყო სახიფათო, განსხვავებით იაპონიისგან, რომელიც უნდა ყოფილიყო უელსის მეტოქე, რომ არა პანდემია, რის გამოც იაპონელებმა შემოდგომის ერთა თასზე თამაშზე უარი თქვეს."
Wales Online: "უეინ პივაკის გუნდმა 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში "პარკ სკარლეტსზე" უელსმა, რომლის შემადგენლობაშიც 13 შეცვლა იყო განხორციელებული, საქართველო წვიმიან ამინდში მშრალი ანგარიშით დაამარცხა და 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა."
BBC: "უელსის ნაკრებმა წვიმიან ამინდში დაამარცხა საქართველო და წაგებათა სერია დაასრულა. საქართველოს ნაკრების შერკინება სარგებლობს ძალიან მაგარი რეპუტაციით, მაგრამ ამ მატჩში დასაწყისიდანვე შერკინებაში უელსი დომინირებდა."
L'equipe: "უელსის ნაკრებმა საქართველო სანახაობის გარეშე დაამარცხა. ეს იყო ძალიან არასანახაობრივი მატჩი, რომელშიც უელსელებმა მეტოქე მშრალი ანგარიშით 18:0 დაამარცხეს."
Rte.ie: "გადახალისებულმა და გაახალგაზრდავებულმა უელსმა საქართველო დაამარცხა და საშინელი სერია დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან მარცხის (0:40) შემდეგ შედარებით გამოასწორა თამაში, მაგრამ გასაკვირი იყო მათი მარცხი შერკინებებში. მათ უკანასკნელ სამ მატჩში მხოლოდ შვიდი ქულა აქვთ გატანილი."
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.