ირლანდიასთან კოტე მიქაუტაძის თამაში გამოირიცხა - ფიჯისთან მატჩი დიდი ალბათობით შედგება

ირლანდიასთან კოტე მიქაუტაძის თამაში გამოირიცხა - ფიჯისთან მატჩი დიდი ალბათობით შედგება

30 წლის მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა და ირლანდიასთან მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ მისი აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართება და კოტე ბოლო ტურში შეძლებს. მაისაშვილის თქმით, არის პატარ-პატარა ტრავმებიც, რაც მომავალი მატჩისთვის ცვლილებებს განაპირობებს:

„კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, მაგრამ ხრტილია დაზიანებული და ირლანდიასთან მისი თამაში საეჭვოა. დავაკვირდებით როგორ წავა აღდგენითი პროცესი და ვიმედოვნებთ, მეოთხე თამაშისთვის მზად იქნება“.

„ტრავმა მოიშუშა ნოდარ ჭეიშვილმა, თუმცა სასურველ ფორმაში ჯერ არ არის. არის პატარ-პატარა ტრავმები – კისრის გაშეშება, კუნთის დაჭიმულობა და ა.შ. სერიოზული დაზიანებები არ გვაქვს, მაგრამ წვრილ-წვრილი ტრავმიდან სერიოზულ დაზიანებამდე ერთი ნაბიჯია. მათ ვარჯიშებზე დავაკვირდებით და თუ ვერ შეძლეს სრულად აღდგენა, მოხდება ჩანაცვლება“.

წინასწარი ინფორმაციით, ბორჯღალოსნებს 5 დეკემბერს მეოთხე მატჩის გამართვა მოუწევთ და შესაბამისად, შემადგენლობაში როტაცია ისედაც იგეგმებოდა:
„დიდი ალბათობით, მეოთხე მატჩი გაიმართება. ფიჯის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში წაგება ჩაეთვალა, მაგრამ ისინი უკვე ვარჯიშობენ და მეოთხე თამაშის გაუქმება ამ ეტაპზე არც განიხილება. ჩვენ რამდენიმე მოთამაშე გვყავს საქმეში სანახავი და ირლანდიასთან შემადგენლობაში როტაცია აუცილებლად იქნება“.

„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდში ბორჯღალოსნები ირლანდიას 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე დუბლინში ირლანდიას ეთამაშებიან, 5 დეკემბერს კი, დიდი ალბათობით ფიჯისთან ედინბურგში მოუწევთ თამაში.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)