სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოსთან მატჩისთვის ახალი მარცხენა ბურჯი დაიმატა.
ტრავმირებული ედ ბირნის ნაცვლად, ნაკრებში "ალსტერის" ბურჯს 24 წლის ერიკ ო'სალივანს უხმეს, რომელსაც აქამდე ირლანდიის ნაკრების კვართით არ უთამაშია და შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდეს. "სამყურებს" ო'სალივანის გარდა, კიდევ ორი ჯანმრთელი მარცხენა ბურჯი ჰყავთ გაფართოებულ გუნდში: კიან ჰილი (102 კეპი) და ფინლი ბელჰემი (13 კეპი).
დაზიანება აწუხებდა მარჯვენა ბურჯ ჯონ რაიანს (21 კეპი), რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში სრულფასოვნად განაახლებს ვარჯიშს და კვირას გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.
ირლანდიის რაგბის კავშირის მაღალი შესრულების ცენტრში განაგრძობენ რეაბილიტაციას მგეზავი ჯონათან სექსტონი (94 კეპი) და რობი ჰენშოუ (46 კეპი), რომელთა გამოჩენასაც "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის არ უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდია "ავივა სთედიუმზე" საქართველოს უმასპინძლებს. მატჩი კვირას თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.