სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუმინეთის ნაკრები 2021 წლიდან საშინაო მატჩებს განახლებულ "სტადიონულ არკულ დე ტრიუმფზე" გამართავს, რომელსაც სრულფასოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სტადიონის გახსნა 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან მატჩში იგეგმებოდა, მაგრამ გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ გადაიდო და "მუხები" განახლებულ არენაზე პირველ მატჩს თებერვალში ჩაატარებენ.
"მუხები" ამ სტადიონზე 1913 წლიდან თამაშობენ. მისი განახლება 36 მილიონი ევრო დაჯდა და სტადიონზე ტევადობა 8270 ადგილამდე გაიზრდება, სპორტულ კომპლექსში განთავსებული იქნება 90-კაციანი სასტუმრო, სამედიცინო კლინიკა, ნახევრად ოლიმპიური ზომის საცურაო აუზი, რაგბის მუზეუმი, სპორტული ბარი და რესტორანი, 200 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი.
2020 წელს რუმინეთი ერთ-ერთი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ევროპის 2020 წლის საფეხბურთოს ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, ხოლო ამ სტადიონის გამოყენება გუნდების სავარჯიშოდ იყო დაგეგმილი, თუმცა მისი მესაკუთრე დიდი ხანია რუმინეთის რაგბის კავშირია და ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება.
რუმინელების გეგმაა, რომ მათ 2022 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლონ და მთავარი სტადიონი, ბუნებრივია, რომ განახლებული "სტადიონულ არკულ დე ტრიუმფი" იქნება.
იხილეთ რუმინეთის ნაკრების განახლებული სტადიონის ვიდეოები და ფოტოები.![]()
![]()
![]()

![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.