Planetrugby-მ ბექა გორგაძე ბილი ვუნიპოლას და აარონ უეინვრაითს ამჯობინა - ბორჯღალოსანი კვირის სიმბოლურშია

Planetrugby-მ ბექა გორგაძე ბილი ვუნიპოლას და აარონ უეინვრაითს ამჯობინა - ბორჯღალოსანი კვირის სიმბოლურშია

© Stu Forster

ცნობილმა სარაგბო გამოცემა Planetrugby.Com-მა შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის სიმბოლური გამოაქვეყნა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო და სასიხარულო ის გახლავთ, რომ ზემოხსენებულ სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების რვა ნომერი ბექა გორგაძე მოხვდა. 

"უელსის რვა ნომერს აარონ უეინვრაითს და ინგლისელ ბილი ვუნიპოლას კარგი მატჩები ჰქონდათ განვლილ უიქენდზე, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი ბექა გორგაძეზე შევაჩერეთ. მან შთამბეჭდავად ითამაშა, ბურთით 11-ჯერ შეუტია, 74 მეტრი მოიგო და 13 ბოჭვა შეასრულა", - წერს Planetrugby 24 წლის "ბორჯღალოსანზე".

Planetrugby-ის ვერსიით, შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


15. ტომა რამოსი (საფრანგეთი), 14. ბლერ კინგჰორნი (შოტლანდია), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 12. ჯონი უილიამსი (უელსი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. კალუმ შიდი (უელსი), 9. ბენ იანგსი (ინგლისი);

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. კამილ შა (საფრანგეთი), 3. კაილ სინქლერი (ინგლისი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ჯო ლონჩბრი (ინგლისი), 6. ტომ ქარი (ინგლისი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო).

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)