განახლებული მსოფლიო რეიტინგი: საფრანგეთმა მეოთხე ადგილი გაიმყარა

განახლებული მსოფლიო რეიტინგი: საფრანგეთმა მეოთხე ადგილი გაიმყარა

შაბათ-კვირას სანაკრებო მატჩები გაიმართა და შესაბამისად დღეს "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი განახლდა. ზოგიერთ ნაკრებს სარეიტინგო ქულები დაემატა, ზოგიერთს დააკლდა, თუმცა ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ამ კვირაში რეიტინგში გადაადგილებები არ მომხდარა. 

ყველაზე მეტად აღსანიშნავი საფრანგეთის ნაკრების მიერ მოპოვებული 1.07 სარეიტინგო ქულაა, რომელიც "ლე ბლეს" გასვლაზე შოტლანდიის დამარცხების (22:15) გამო ერგო. ფრანგებს 85.66 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილი გაიმყარეს. მის უკან მყოფ ირლანდიას 84.25 ქულა აქვს, რომელმაც გასვლაზე ინგლისთან 7:18 წააგო და 0.32 ქულა დაკარგა. 

მესამე ადგილზე 88.17 ქულით ახალი ზელანდიაა, რომელსაც ამ კვირაში არ უთამაშია. სამაგიეროდ, მეორე პოზიციაზე მყოფმა ინგლისმა ირლანდიის დამარცხებით 0.32 ქულა მოიხვეჭა, 88.73 ქულა დააგროვა და "ოლ ბლექსთან" სხვაობა გაზარდა. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელიც დიდი უპირატესობით ლიდერობს. "სპრინგბოკსს" 94.20 ქულა აქვს. როგორც იცით, პანდემიის გამო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს 2020 წელს საერთოდ არ უთამაშია და მინიმუმ ზაფხულამდე ვერ ვიხილავთ მინდორზე.

ქულები დააკლდათ შოტლანდიას (1.07), ბრაზილიას (0.69), ავსტრალიას (0.05) და საქართველოს (0.02), ხოლო უელსს (0.02), არგენტინას (0.05) და პორტუგალიას (0.69) ქულები შეემატათ. 

23 ნოემბრის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგი ასე გამოიყურება:

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)