"საქართველოსთან ნაჩვენები თამაშით, ინგლისთან მხოლოდ ღმერთი თუ გვიშველის" - უელსელი ფანები მატჩის შემდეგ

"საქართველოსთან ნაჩვენები თამაშით, ინგლისთან მხოლოდ ღმერთი თუ გვიშველის" - უელსელი ფანები მატჩის შემდეგ

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" უელსთან 0:18 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში უელსის ნაკრების თამაშით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ უელსის ნაკრების გულშემატკივრები, რომლებიც მთავარი მწვრთნელის უეინ პივაკის წასვლას მოითხოვენ. იხილეთ უელსელი ფანების კომენტარები "ბორჯღალოსნებთან" მატჩის შემდეგ.

David Anthoni Williams: "ჩვენ საშინლად ვითამაშეთ. მხოლოდ რამდენიმე მოთამაშისგან იგრძნობოდა ნაპერწკალი. არ გამოვიყურებოდით გუნდი, რომელსაც საფრთხეების შექმნა შეუძლია. პივაკი უნდა წავიდეს. ეს უდავოა."

Reg Roberts: "უელსის რაგბის კავშირის ბოსები თვლიან, რომ ეს მისაღებია? მათ აუცილებლად უნდა შეცვალონ სამწვრთნელო შტაბი. ეს იყო საშინელი თამაში, რომელშიც საქართველომ უფრო გულით და ვნებით ითამაშა, ვიდრე ჩვენ."

Daniel Vaughan: "ეს იყო ახალი გუნდის დამაჯერებელი მოგება ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში."

Gavin Edwards: "უელსი კვლავ არ იყო დამაჯერებელი. გაუმჯობესების რაღაც ნიშნები არსებობდა, მაგრამ მომდევნო კვირას ინგლისთან მხოლოდ ღმერთი თუ დაგვეხმარება."

Ethan Sayce: "ამ დროისთვის ჩვენ დავამთავრეთ წაგებების სერია! თამაში მოსაწყენი იყო, მაგრამ ამდენი ახალი მოთამაშე, კარგია ახალი სისხლი ნაკრებში. მიწაზე თამაში გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კვირას უკეთ ვითამაშებთ. ყველაზე სასიამოვნო, რაც საქართველოსთან თამაშში იყო, შერკინებაში ძლიერი თამაშია."

Laurence J.Perks: "ჩვენ მხოლოდ 2 თამაში მოვიგეთ 2020 წელს... იტალიასთან და საქართველოსთან... არადა ჩვენ შარშან 6 ერი დიდი სლემით მოვიგეთ და მსოფლიო თასის ნახევარფინალში გავედით. პივაკი უნდა წავიდეს!"

Simon Burnell: "შეიძლება ჩვენ დავასრულეთ წაგებების სერია, მაგრამ ეს გავაკეთეთ საქართველოსთან და გავაკეთეთ საშინელი თამაშით, თუნდაც მეორე შემადგენლობით იყოს. 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ბევრი არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს."

Mel Owens: "საშინელი შესრულება ჩვენი მხრიდან! არ მჯერა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ასე დავეცით."

Andrew White: "შოკისმომგვრელია ასეთი თამაში! პივაკი უნდა წავიდეს!"

Adam O'Neill: "დამსახურებული გამარჯვება?! ეს იყო კიდევ ერთი ცუდი თამაში, ვშიშობ მომდევნო კვირის გამო. პივაკი მთავარ მწვრთნელად არასდროს არ უნდა დანიშნულიყო."

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)