სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

Andy Buchanan/AFP
შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში შოტლანდიის ნაკრები "მარიფილდზე" შესანიშნავ ფორმაში მყოფ საფრანგეთს დაუხვდა და 15:22 დამარცხდა.
პირველ რიგში ვთქვათ, რომ შეხვედის ერთ-ერთი გვერდითი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელიც ამ დონის მატჩს პირველად მოემსახურა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯის უეინ ბარნსის ასისტენტი იყო და დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. მაგალითისთვის, შეხვედრის ბოლო წუთებზე, სწორედ ნიკამ დაინახა და უკარნახა ბარნსს, რომ ფრანგების 5-მეტრიანში გაელ ფიკუს შეეხო ბოლოს ბურთი და ისე გადავიდა, შესაბამისად აუტი შოტლანდიის უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, დანაკლისი ორივე გუნდს ჰქონდა. შოტლანდიელებს ორი ძირითადი მგეზავი ფინ რასელი და ადამ ჰესტინგსი აკლდათ, რომლებიც მიმდინარე ტურნირზე ვერ ითამაშებენ, ხოლო ფრანგებს ასევე ძირითადი ათიანი რომან ნტამაკი არ ჰყავდათ.
ფრანგებს წინა მატჩებისნაირად ფეერიულად არ უთამაშიათ და მეტოქისგან უფრო დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც უკეთესი იყვნენ და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი აბსოლუტურად სამართლიანია. პირველ ნახევარში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. საწყის ათ წუთში სტუმრები მატიო ჟალიბერმა ორი ჯარიმით დააწინაურა, რასაც მომდევნო ათ წუთში დანკან ვეირმა უპასუხა ორი ზუსტი ჯარიმით. 23-ე წუთზე ჟალიბერმა არეკნი გაიტანა, ოთხ წუთში კი ვეირმა კვლავ ჯარიმით გაანათანაბრა. დარჩენილ წუთებში გუნდებმა კიდევ თითო გატანილი ჯარიმა შემატეს აქტივს. გარდა ამისა, ფრანგებს ბოლო წუთებზე ლელოს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ვირიმი ვაკატავას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს - ლელოში შესულს ბურთი ჩაუხურეს და ტაიმი ფრედ 12:12 დასრულდა.
სამაგიეროდ, ვაკატავამ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეძლო მეტოქის დალელოვება. ფრანგებმა 40-მეტრიან წყვეტილ ხაზთან დანიშნული შერკინებიდან ძალიან სწრაფად გამოიტანეს ბურთი, ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ბოლოს შეტევა ვაკატავა დაასრულა, რომელიც ორმა მეტოქემ ვერ შეაჩერა. გარდასახვა ჟალიბერმა გაიტანა და ფრანგები 7 ქულით გავიდნენ წინ.
დარჩენი დროში გუნდებმა კიდევ თითო ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ლელოს დადების შანსიც ჰქონდა ორივეს. ფრანგებს ანალოგიური ლელოს დადება შეეძლოთ, მაგრამ ვირიმი ვაკატავამ ფრთაზე ბურთის გაშვების ნაცვლად, თავად შეუტია და ლელოდან 4-5 მეტრში შეაჩერეს, შემდეგ კი ჟალიბერმა ფრთაზე გადაკიდა ბურთი, რადგან ეგონა, რომ "ლე ბლეს" კვლავ ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა, რომელიც სინამდვილეში უეინ ბარნსს დასრულებული ჰქონდა, ტედი ტომამდე კი ბურთმა ვერ მიაღწია და შოტლანდიელები ასე გადარჩნენ.
გაწითლებულ დროში შოტლანდიელებს შესანიშნავი შესატევი პლაცდარმი ჰქონდათ, მაგრამ სტიუარტ ჰოგმა უხეში შეცდომა დაუშვა: ის ჯარიმიდან ბურთის 5-მეტრიანში ჩაგდებას ცდილობდა, მაგრამ ბურთის კიდეზე გადატანა ვერ შეძლო და მატჩი ასე დასრულდა. ფრანგებმა 6 ერში განცდილი მარცხისთვის შოტლანდიელებს სრულფასოვანი რევანში აუღეს და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. "ლე ბლემ" 2020 წელს მეშვიდე შეხვედრა ჩაატარა და აქედან მეექვსე მოიგო.
ამრიგად, საფრანგეთის ნაკრები "ბ" ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო შოტლანდია 6 ქულით მეორე ადგილზეა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.