რასინგ 92-მა გია ხარაიშვილს, ფინ რასელს და კიდევ ოთხ მორაგბეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

რასინგ 92-მა გია ხარაიშვილს, ფინ რასელს და კიდევ ოთხ მორაგბეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

© Icon Sport

"რასინგ 92"-მა ექვსი მორაგბეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რომელთა შორის გახლავთ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარჯვენა ბურჯი გია ხარაიშვილი.

პარიზული კლუბის განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ ექვს მორაგბეს ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს, თუმცა არ წერია ის, თუ რომელ წლამდე დარჩებიან ეს მოთამაშეები "პარიზ ლა დეფენს არენაზე".

ხარაიშვილის გარდა, "რასინგ 92"-მა ხელშეკრულება გაუხანგრძლივა: ფინ რასელს, ბორის პალუს, დორიან ლაბორდს, ოლივიე კლემენჟაკს და დომინიკ ბირდს. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ხარაიშვილი "რასინგ 92"-ში 2018 წლიდან თამაშობს და ძირითად გუნდში 5 შეხვედრა ჩაატარა. ის წლევანდელ ტოპ 14-ში სამჯერ გამოჩნდა და ჯამში 128 წუთი ითამაშა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)