უეინ პივაკი: "სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეების გაუნებელყოფა შევძელით"

უეინ პივაკი: "სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეების გაუნებელყოფა შევძელით"

საქართველოს ნაკრებთან 18:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა.

"ვფიქრობ, იმ ასპექტებში სადაც საქართველოსგან ხიფათს ველოდით, კარგად ვითამაშეთ. ესენია მორკინალების თამაში, შერკინება და მოლი. კვირის განმავლობაში გაწეულმა სამუშაომ შედეგი მოიტანა. ჯო ჰემფრიზმა და ბიჭებმა შერკინებაში ძალიან კარგად გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს.

მოხარული ვარ, რომ 13 ცვლილების განხორციელების შემდეგ შედეგი მაინც მივიღეთ. დღეს საკმაოდ ცუდი ამინდი იყო და ასეთ პირობებში ბევრი რაგბის თამაში ორივე გუნდისთვის რთული იყო. სასიხარულოა, რომ ამინდის გათვალისწინებით საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეების, შერკინების და მოლის გაუნებელყოფა მოვახერხეთ. 

უფრო მშრალი და უკეთესი ამინდის პირობებში მეტად სახიფათონი ვიქნებოდით", -
განაცხადა უელსელთა მწვრთნელმა.  


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)