თედო აბჟანდაძე: "ალბათ ყველა იტყვის, რომ თამაშიდან თამაშამდე, როგორც გუნდი ვიზრდებით"

თედო აბჟანდაძე: "ალბათ ყველა იტყვის, რომ თამაშიდან თამაშამდე, როგორც გუნდი ვიზრდებით"

© Athena Pictures

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" უელსთან 0:18 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც აღნიშნული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ მისი აზრით, გუნდი თამაშიდან თამაშამდე იზრდება.

"შთაბეჭდილებები ბევრად უკეთესი იყო, თითოეული მოთამაშე თავსაც ბევრად უკეთესად ვგრძნობდით ამ თამაშში. დაახლოებით 70 წუთი ვიყავით თამაშში, 0:13 იყო ანგარიში. შეგვეძლო რაღაც მომენტების გამოყენება, ლელოთი თუ არა, თუნდაც 3 ქულის აღება ჯარიმებით თავისუფლად შეგვეძლო, მაგრამ ბოლოს ალბათ მაინც დისციპლინა გვაკლდება, ხან ბურთი გვივარდებოდა, ხან ვჯარიმდებოდით, რამაც გამოიწვია ის, რომ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, ვკარგავდით და ქულებიც ვერ ავიღეთ.

პირველ ტაიმში იყო შესაძლებლობები, როდესაც კარში დარტყმა და 3 ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ შერკინების მოთამაშეები ამბობდნენ, რომ მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და შეგვეძლო, რომ მოლით ლელო დაგვედო, მაგრამ ისევ ერთი შეცდომის გამო, ბურთი დაიკარგა. 

როგორც ლევან მაისაშვილმა თქვა, პირველ ტაიმში 73% ჩვენს ნახევარზე მიდიოდა თამაში და ჩვენს მოედანზე თამაში ძირითადად არ მთავრდება კარგად და ამიტომაც ვცდილობდით, რომ იმათ მოედანზე გადავსულიყავით და მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა ხელით. მთავარი მიზეზი ეს იყო, რომ მეორე ნახევარში უფრო თამამად ვთამაშობდით ხელით. მეორე ტაიმში ჩვენს ნახევარზე ასე ხშირად აღარ მიდიოდა თამაში, შესაბამისად მეტოქის ნახევარზე უფრო თამამად ვთამაშობდით.

რომ შევაჯამოთ ეს მატჩი, ალბათ ყველა იტყვის, რომ თამაშიდან თამაშამდე, როგორც გუნდი ვიზრდებით, უფრო და უფრო ვთამამდებით შეტევაში და ჩემი აზრით, ალბათ უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ტემპი, დავრჩეთ და ვამუშაოთ ჩვენი სისტემა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იმუშავებს და გაამართებს. დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა, რომ ჩვენი სისტემა მუშაობდა, უპირატესობებსაც ვიღებდით და ვკვეთდით უპირატესობის ხაზს, მაგრამ ისევ და ისევ რაღაც შეცდომების გამო, ვკარგავდით ბურთს. შესაბამისად, ჩემი აზრით, იგივე სისტემაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", -
განაცხადა "ბრივის" მგეზავმა. 

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს "ავივა სთედიუმზე" ირლანდიას ეთამაშება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)