სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში უელსთან 0:18 მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
თავდაპირველად ბორჯღალოსნების თავკაცმა კოტე მიქაუტაძის ტრავმაზე ისაუბრა.
"კოტეს ნეკნი აქვს დაზიანებული, დაზიანების ხარისხი ჯერ არ ვიცით. ყველაფერი სურათის გადაღების შემდეგ გამოჩნდება. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, გვქონდა კარგი შანსი, თუნდაც ამ თამაშის მოგების, შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა შეტევაში და აგვეღო ქულები. ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ ანგარიში არ ასახავს თამაშის მდგომარეობას. სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ, რომ ჩვენი ასაღები ქულები ავიღოთ.
ყველაზე მეტად იმედგაცრუებული იმით ვარ, რომ შერკინებაში ბევრი ჯარიმა ავიღეთ. იყო ძალიან ბევრი კითხვები შერკინებაში დანიშნულ ჯარიმებს შორის, როდესაც მოწინააღმდეგის სამი ნომერი აშკარად ვარდებოდა და ამაზე მსაჯი რეაგირებას არ აკეთებდა, თუმცა არასოდეს არ მიყვარს მსაჯზე აპელირება. ფაქტი ერთია, რომ შერკინებაში დავჯარიმდით ბევრჯერ, დაცვის მოლი უკეთესი იყო, ერთხელ შეტევაშიც შევძელით ბურთის კარგად წაღება, შეგვეძლო ამით ქულა აგვეღო, როდესაც მეტოქის 5 მეტრიან ზონაში ვიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
შეტევაში გვქონდა უკეთესი შეტევები, რომლებიც შეგვეძლო ქულით დაგვებოლოვებინა, მაგრამ აქაც ვერ მოვახერხეთ. ვნახეთ, რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო, ბურთი ცურავდა, თუმცა მთლიანობაში წინა თამაშთან შედარებით ეს თამაში უკეთესი გამოვიდა შეტევაშიც და დაცვაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის და ამ უელსის ნაკრებების შედარება არ შეიძლება, ჩვენი დაცვაში თამაში გაცილებით კარგი იყო, შეტევაშიც გაცილებით უკეთესი მომენტები გვქონდა, მოლის დაცვა უკეთესად გამოიყურებოდა. პრობლემები ისევ გვრჩება სტატიკურ ფაზებში და თამაშის მართვაში. მართვის კუთხით აქაც გვაქვს უკეთესობა, თუმცა ჯერ მაინც შორს ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ ესეთი ტიპის მოწინააღმდეგეებთან თამაშის მართვა ნიშნავს, იმათ მოედანზე მეტად თამაშს და ბურთის უფრო მეტ ფლობას. პირველ ტაიმში ბურთის ფლობაში დიდი სხვაობა არ იყო, მაგრამ მეტოქეს ძალიან დიდი ტერიტორიულ უპირატესობა ჰქონდა(73%).
ირლანდია უელსზე უფრო ძლიერი გუნდია, რაც მათ შორის თამაშის ანგარიშზეც აისახა. რას ველოდებით მომავალი მეტოქისგან ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, წინ გვაქვს ერთი კვირა, ხვალ ვისვენებთ, ორშაბათს აღდგენის დღე გვექნება. ტრავმებიდან და სხვა გარემოებიდან გამომდინარე მწვრთნელთა შტაბი ჩამოვყალიბდებით როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ. ველოდებით და ვგეგმავთ იგივეს, რასაც ვგეგმავდით აქამდე. ვაპირებთ ამ თამაშისთვის კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება" - განაცხადა მაისაშვილმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.