8 ერი: ინგლისმა ირლანდია უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)

8 ერი: ინგლისმა ირლანდია უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში ინგლისის ნაკრები "თვიქნემზე" ირლანდიას დაუხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელები თამაშის სადავეებს თავიდანვე აკონტროლებდნენ საწყის 20 წუთში 12 ქულით დაწინაურდნენ - ჯონი მეიმ დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით გამოსარჩევი კი მეორე ულამაზესი ლელოა, რომელიც ჯობს თავადვე ნახოთ. ტაიმი მასპინძელთა სასარგებლოდ 12:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში ოუენ ფარელმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. სტუმრები კი ბევრს უტევდნენ, მაგრამ ინგლისელები საოცარ დაცვას თამაშობდნენ და ირლანდიელებმა ამ დაცვის გარღვევა მხოლოდ 73-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც ბარნსის გადაკიდებული ბურთი სტოკდეილმა ჩაიგდო ხელში და ერთი ლელო გაქვითა. საბოლოო ჯამში ინგლისმა 18:7 მოიგო და "ა" ჯგუფს 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)