სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის მატჩში უელსის ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" საქართველოს დაუხვდება.
"დრაკონები" დღევანდელ მატჩში უპირობო ფავორიტები არიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ უეინ პივაკის გუნდი ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება და საშინელი სერია აქვს. "დრაკონებს" ზედიზედ ექვსი მატჩი აქვთ წაგებული. მათ უკანასკნელად 1 თებერვალს 6 ერის მატჩში იმარჯვეს, როდესაც "ფრინსიფალითი სთედიუმზე" იტალია 42:0 გაანადგურეს, მას შემდგომ შინ კი შოტლანდიასთან (10:14) და საფრანგეთთან (23:27), გასვლაზე კი ირლანდიასთან (14:24), ინგლისთან (30:33), საფრანგეთთან (21:38) და ირლანდიასთან (9:32) დამარცხდნენ.
საინტერესოა, თუ როდის იყო უელსის ნაკრები უკანასკნელად ასეთ ცუდ ფორმაში და როდის ჰქონდა ბოლოს 6 ან მეტი მატჩი ზედიზედ წაგებული. ასეთი შემთხვევა ბოლოს 2012-2013 წლებში მოხდა, როდესაც "დრაკონებმა" ზედიზედ 8 შეხვედრა წაააგეს. 2012 წლის 9 ივნისიდან მოყოლებული 2013 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, უელსელებმა 8 მატჩი წააგეს და ეს საშინელი სერია 2013 წლის 9 თებერვალს 6 ერში საფრანგეთთან საგარეო მატჩში დაასრულეს, როდესაც სტუმრად 16:6 იმარჯვეს.
რაც შეეხება ზედიზედ წაგებულ 8 მატჩს: ისინი 2012 წლის ზაფხულის ტესტებზე ავსტრალიურ ტურნეზე იმყოფებოდნენ, სადაც "ვოლაბებთან" სამივე მატჩი წააგეს (19:27; 23:25 და 19:20), შემდეგ ნოემბრის ტესტებზე ოთხი შეხვედრა დათმეს: არგენტინასთან (12:26), სამოასთან (19:26), ახალ ზელანდიასთან (10:33) და ავსტრალიასთან (12:14), 2013 წლის 6 ერის პირველ ტურში კი შინ ირლანდიასთან 22:30 დამარცხდნენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.