სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Dan Mullan - RFU
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უელსთან მატჩის წინ ონლაინ პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც BBC-ის ჟურნალისტმა რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა, მათ შორის ქართული რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით.
"ბორჯღალოსნების" 27 წლის კაპიტანი თვლის, რომ ქართული რაგბისთვის განვითარების საუკეთესო გზა ქართული ფრენჩაიზის პრო 14-ში დამატება იქნებოდა.
საქართველოს ნაკრებს ხვალინდელ მატჩში სასტარტო თხუთმეტეულში რვა ლეგიონერი ეყოლება, რომლებიც პროფესიონალურ ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ. შარიქაძე თვლის, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ წამყვან მოთამაშეებს მაღალი დონის ტურნირზე ფრენჩაიზში თამაშის საშუალება ექნებოდათ. ის გრძნობს, რომ ეს სარგებელს მოუტანდა ქართულ რაგბის.
"ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, სანამ პრო 14 მზადაა, რომ გახდეს პრო 15.
ჩვენ წლებია გვყავს მოთამაშეები საფრანგეთში, ამ მომენტისთვის ეს ალბათ ერთადერთი გზაა, რომ უკეთესი მოთამაშეები გვყავდეს ნაკრებისთვის.
მაგრამ თუ ჩვენ მომავალში გვსურს, რომ გავიზარდოთ როგორც სარაგბო ერი, ჩვენ თავად უნდა გვყავდეს ერთი ფრენჩაიზი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება, თუ ჩვენ მხოლოდ უცხოეთში მოთამაშე მორაგბეებზე ვიქნებით დამოკიდებულნი", - თქვა მერაბმა.
პრო 14-ში ფრენჩაიზები ამჟამად ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას, იტალიას და სამხრეთ აფრიკას ჰყავთ. ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, თუ მომავალში რამდენი გუნდი ეყოლება სამხრეთ აფრიკას, თუმცა არაოფიციალური ცნობის თანახმად, მათი რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება და თუ ასე მოხდა, მივიღებთ პრო 16-ს.
მიუხედავად იმისა, რომ "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზე იმყოფება და უსწრებს იტალიას, რომელიც მე-14 საფეხურზეა, 6 ერში ადგილი "აძურის" უკავია. შარიქაძეს, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 68-ჯერ უთამაშია, ამ ეტაპზე თავს იკავებს, რომ ძალიან მკაცრად მოითხოვოს ევროპული რაგბის უმაღლესი დონის ტურნირზე გაწევრიანება.
"ჩვენ გვსურს დავამტკიცოთ, რომ ვართ გუნდი, რომელსაც შეუძლია კონკურენციის გაწევა, გვსურს, რომ გვქონდეს ზრდის სივრცე და გვინდა, რომ მიგვიჩნიონ იმ ადამიანებად, რომლებიც მომავალში ვიქნებით მათი ნაწილი.
იტალია არის ბევრად გამოცდილი, ვიდრე ჩვენ, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება მეტი ასეთი, მაღალი დონის თამაშები და მივიღებთ მეტ გამოცდილებას, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მივაღწიოთ მათ დონეს", - განუცხადა საქართველოს კაპიტანმა BBC Sport Wales-ს.
შარიქაძემ უელსის წინააღმდეგ 2017 წელსაც ითამაშა, როდესაც უელსმა "ფრინსიფალითი სთედიუმზე" 13:6 იმარჯვა, მაგრამ "დრაკონებს" ბოლოს ძალიან გაუმართლათ, რადგან "ბორჯღალოსნები" უტევდნენ და 5-მეტრიანში შერკინება ჰქონდათ, მაგრამ უელსელებმა მოიმიზეზეს, რომ გასინბინებული ბურჯის შემცვლელი არ ჰყავდათ და შერკინება არ შედგა, აუტიდან შეტევა კი მასპინძლებმა მოიგერიეს და რთული გამარჯვება მოიპოვეს.
გასულ შაბათს საქართველო ინგლისთან 0:40 დამარცხდა, ხოლო იქამდე 23 ოქტომბერს შოტლანდიასთან 7:48 წააგო. შარიქაძეს არ სურს, რომ პროგნოზები გააკეთოს საქართველოს გამარჯვებაზე, რადგან კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვლავ არ შესულან ოპტიმალურ ფორმაში.
"ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გავიზარდოთ როგორც გუნდი, ვნახოთ თუ როგორ გაუმჯობესდა ჩვენი თამაშიდან ბოლო მატჩიდან, ვნახოთ როგორ ვიზრდებით.
შეიძლება ის მოთამაშეები, რომლებიც ხვალ უელსის ნაკრებს ძირითად შემადგენლობაში ეყოლება, არ არიან ისეთი გამოცდილები, როგორც მათ პოზიციაზე პირველი არჩევანები არიან, მაგრამ ისინი არიან ვარსკვლავები, ძალიან კარგი მოთამაშეები და შესაბამისად, ეს ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ცვლის", - აღნიშნა "ბუკამ".
ხვალინდელ მატჩს ტრავმის გამო უელსელთა რვა ნომერი როს მორიარტი გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილ თანაგუნდელს მერაბ შარიქაძეს მინდორზე ვერ შეხვდება. ისინი კარიერის დასაწყისში "გლოსტერის" ჰართპურის სკოლაში თამაშობდნენ. 2012 წლის ჰართპურის კოლეჯში მათთან ერთად ირლანდიელი მგეზავი ბილი ბარნსი, იტალიელი ცხრა ნომერი კალუმ ბრელი და ინგლისელი მორკინალები ელის გენჯი და ჯონი ჰილი ასპარეზობდნენ.
"ეს საოცარი გამოცდილება იყო. ჩვენ რა თქმა უნდა მოვიგეთ უნივერსიტეტების ჩემპიონატი. როსთან კონტაქტი ახლაც მაქვს", - დაასრულა საუბარი მერაბ შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ უელსი - საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.