როგორ აფასებს საქართველოს შანსებს უელსთან მატჩში სარაგბო პროგნოზების უცხოური გამოცემა?

როგორ აფასებს საქართველოს შანსებს უელსთან მატჩში სარაგბო პროგნოზების უცხოური გამოცემა?

სარაგბო პროგნოზების ცნობილმა გამოცემამ Rugby Vision-მა შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის შესახებ პროგნოზები გამოაქვეყნა.

ზემოხსენებული გამოცემის აზრით, უელსის ნაკრები საქართველოსთან უპირობო ფავორიტია და ფიქრობს, რომ "დრაკონები" 36 ქულიანი სხვაობით იმარჯვებენ. რაც შეეხება საქართველოს გამარჯვების შანსებს, ამ შესაძლებლობას ძალზე მიზერულად 2.5%-ით აფასებენ. 

Rugby Vision ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც ინგლისი "თვიქნემზე" ირლანდიას დაუხვდება, ფავორიტად მასპინძლებს თვლის და მათი გამარჯვების შანსებს 79.1%-ით აფასებს. ვარაუდობენ, რომ "წითელი ვარდები" 11 ქულით იმარჯვებენ.

ისინი ფავორიტად თვლიან შოტლანდიის ნაკრებსაც, რომელიც შინ შესანიშნავ ფორმაში მყოფ საფრანგეთს ეთამაშებიან და ეს პროგნოზი ალბათ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს. ისინი ვარაუდობენ, რომ შოტლანდია 6 ქულით იმარჯვებს, მოგების შანსებს კი 66.2%-ს უტოლებენ.

მათ პროგნოზი გააკეთეს იტალია - ფიჯის ჩაშლილ მატჩზეც. ამ შემთხვევაში თვლიან, რომ შანსები დაახლოებით თანაბარი იქნებოდა: 51.1%-48.9%-ზე ფიჯისთვის სასარგებლოდ. თვლიან, რომ ფიჯი მინიმალური სხვაობით მოიგებდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)