სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად უელსს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის, დევიდ ჰემფრიზის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელსაც ამ სტატიაში გთავაზობთ.
"პროფესიულ რაგბიში შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ტურნირში საქართველოს მონაწილეობაში წარმატებად უნდა ჩაითვალოს თუ არა თამაშის ხარისხის გაუმჯობესება?
ეს ტურნირი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო და მასზე უარს ვერ ვიტყოდით. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბსა და მორაგბეებს, ისინი შემოდგომის ერთა თასს განიხილავენ, როგორც ბრწყინვალე შესაძლებლობას ტოპ გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ. უელსთან თამაში ძალიან რთული იქნება, მაგრამ სულ მცირე მოგვიწევს ისეთი თამაშის ჩატარება, რომელიც აჩვენებს, რომ გვაქვს პოტენციალი პირელი დონის ქვეყნებთან რეგულარულად სათამაშოდ.
საქართველოს ნაკრებში მუშაობამდე, მათ შესახებ თუ მკითხავდით შერკინებას, მოლს და ფიზიკურ თამაშს გამოვარჩევდი. ჩვენ ნამდვილად ძლიერი მორკინალები გვყავს, თუმცა ასევე გვყავს ნიჭიერი უკანახაზელები, რომლებიც უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე ეს ჩანს.
გვყავს კვალიფიციური ღერძი და ძლიერი შერკინების მიუხედავად, ვმუშაობთ, რომ გავძლიერდეთ თამაშის ყველა ასპექტში" - განაცხადა ჰემფრიზმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.