სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Dan Mullan - RF
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უელსთან ხვალ გასამართი მატჩის ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მატჩისწინა დღე და კაპიტნის ვარჯიში
უელსში წვიანი და ქარიანი ამინდია, გარეთ არც გავსულვართ. დღევანდელი დღე ძირითადად დასვენება არის და კაპიტნის მოკლე ვარჯიში. თამაშს რაც შეეხება, ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 6 მატჩი წაგებული აქვთ. შესაბამისად, უელსელთათვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იციან, რომ ამ მატჩის მოგება შეუძლიათ და ახალგაზრდა, შედარებით გამოუცდილი მოთამაშეები დააყენეს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოტოვირებულნი იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩში გეგმავენ, რომ ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტონ. ასე რომ, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.
უელსელთა გადახალისებული შემადგენლობის შესახებ
შეიძლება ეს მოთამაშეები ამ მომენტისთვის თავიანთ პოზიციებზე პირველი არჩევანი არ არიან, თუმცა ისინი ამომავალი ვარსკვლავები არიან, თუ უკვე არა ვარსკვლავები. ეს მორაგბეები თავიანთ გუნდებში წამყვანი მოთამაშეები არიან. შანსებზე ლაპარაკი ძალიან რთული არის. მე ვიტყოდი, რომ ამაზე ფოკუზირება ნაკლებად უნდა გაკეთდეს და ძირითადად ჩვენს თავებზე და ჩვენს გუნდზე უფრო ვიფიქროთ მეტი.
რა თქმა უნდა ამ მატჩებისგან ბევრი ვისწავლეთ. ვისწავლეთ როგორც მინიმუმ რაც თეორიულად შეიძლება ვიცოდით, ის პრაქტიკაში კიდევ ერთხელ ვნახეთ. ასეთი გაკვეთილები ბევრჯერ არის საჭირო, მხოლოდ ერთხელ და ორჯერ არ კმარა. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ და იმედი მაქვს, რომ ვისწავლეთ წნეხთან გამკლავება. თუ კონდიციები შეგვიწყობს ხელს, ვიმედოვნებ, რომ უფრო თამამად ვითამაშებთ ხელით. თუ შევადარებთ შოტლანდიასთან და შემდგომ ინგლისთან მატჩს, ამ მხრივ მცირედი გაუმჯობესება გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ ინგლისთან შეხვედრის შემდგომ, უელსთან კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვექნება. იმედი მაქვს, რომ ეს სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება უკვე მესამე თამაშზე კარგად წამოგვეწევა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის შესახებ
დაგვიბრუნდა კოტე მიქაუტაძეც, რაც ძალიან სასიხარულოა და ვიმედოვნებ, რომ მისი მოედანზე ყოფნა გაგვაძლიერებს. თუ არ ჩავთვლით ტრავმებს, ალბათ, ამ მომენტისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება უელსთან მატჩში. ვიმედოვნებ, რომ ამ ორი მატჩის პრაქტიკას და გამოცდილებას კარგად გამოვიყენებთ და დასამახსოვრებელ თამაშს ჩავატარებთ.
მეოთხე მატჩის სავარაუდო გაუქმებაზე
ვიცით, რომ მეორე ჯგუფში თამაშები გადაიდო, რადგან ფიჯის ბევრი კოვიდინფიცირებულები ჰყავს. ჩატარდება თუ არა მეოთხე მატჩი? ჯერჯერობით არ ვფიქრობთ ამის შესახებ, რადგან წინ ძალიან რთული და უმნიშვნელოვანესი მატჩები გველოდება და ჯერჯერობით ამ მატჩებზე ვართ კონცენტრირებულნი.
შეგახსენებთ, რომ უელსი - საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.