ოფიციალურად: 8 ერის ტურნირზე ფიჯის ნაკრების მესამე მატჩიც გაუქმდა

ოფიციალურად: 8 ერის ტურნირზე ფიჯის ნაკრების მესამე მატჩიც გაუქმდა

შემოდგომის ერთა თასის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფიჯის ნაკრების კიდევ ერთი მატჩი გაუქმდა.

ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საფრანგეთთან და იტალიასთან გასამართი შეხვედრების შემდეგ, გაუქმდა შოტლანდიასთან 28 ნოემბერს ჩანიშნული დაპირისპირებაც. 

ფიჯის ნაკრებში ინფიცირებულთა სიმრავლე ითვალისწინებს მინიმუმ 10-დღიან იზოლაციის პერიოდს. პარალელურად, საჭიროა, ნებისმიერი საერთაშორისო მატჩისთვის მზადების მინიმალური პერიოდი და პირობები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო.

ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი მოთამაშეების ჯანმრთელობაა და ისინი მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან ფიჯის ნაკრების ხელმძღვანელებთან.

ფიჯის ნაკრები და ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ "მფრინავი ფიჯელები" მეოთხე მატჩში მაინც შეძლებენ თამაშს. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხერხდა, ფიჯელები 5 დეკემბერს "ა" ჯგუფის მეოთხე ადგილოსანს დაუპირისპირდებიან. ეს დამოკიდებული იქნება შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)