სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის შევედრისთვის უელსის წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც თავის ასისტენტ ნილ დოკთან ერთად მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ის ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ“- განაცხადა მაისაშვილმა.
შეტევის მწვრთნელი ნილ დოკი ასევე ამბობს, რომ უელსელთა წარუმატებელი სერია სათამაშო ტაქტიკის ცვლილების შედეგია, თუმცა „დრაკონები“ ძლიერ მოწინააღმდეგედ რჩებიან:
„შესაძლოა, ასეთი შედეგები სათამაშო სქემის ცვლილებით იყოს განპირობებული. უელსს მსოფლიო თასის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და ხანდახან ახალ სქემაზე მორგებას, თავდაჯერებულობის მოპოვებას რამდენიმე თამაში ჭირდება. გარდა ამისა, ისინი მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს ეთამაშებოდნენ“.
„ჩვენთვის მთავარია, რომ კარგად შევასრულოთ დავალებები. უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგი გუნდი ვართ და მოედანზე გადავიტანოთ ის, რასაც ვარჯიშზე ვასრულებთ. მოვახდინეთ იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რასაც მეტოქისგან უნდა ველოდოთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და შევძლოთ წნეხის ქვეშ დავალებების შესრულება შეტევაში – სწრაფად მოხდეს სივრცეების აღმოჩენა და გადაწყობა“.
დოკის თქმით, განვლილ პერიოდში დიდი დრო დაეთმო მორკინალებისა და ხაზის მოთამაშეების კომუნიკაციის გაუმჯობესებას:
„ყოველი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობა პროგრესი, რაც ნამდვილად კარგია. დავამუშავეთ სხვადასხვა ვარიანტები შეტევაში, ვიმუშავეთ დეტალებზე და მოთამაშეთა ცოდნის ამაღლებაზე, რაც მეტოქის დაცვის გასატეხად აუცილებელია. ყველაზე დიდი დრო მორკინალებისა და ხაზის მოთამაშეებს შორის კავშირს დაეთმო, რათა დაცული გვქონდეს ბალანსი ფაზური შეტევების დროს“.
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.