უელსის ნაკრების მწვრთნელი: "ახალბედა მოთამაშეებისთვის საქართველოსთან მატჩი დიდი შესაძლებლობაა"

უელსის ნაკრების მწვრთნელი: "ახალბედა მოთამაშეებისთვის საქართველოსთან მატჩი დიდი შესაძლებლობაა"

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"დრაკონები" "ბორჯღალოსნებს" გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდებიან. ირლანდიასთან წაგებული (9:32) მატჩის შემდეგ, პივაკმა სასტარტო თხუთმეტეულში 13 ცვლილება განახორციელა. შერკინებაში ჯასტინ ტიპურიკი დატოვა ძირითადში, რომელიც ამ მატჩში უელსს უკაპიტნებს, ხოლო უკანა ხაზში ლიამ უილიასმა შეინარჩუნა ადგილი, ოღონდ ამჯერად ფრთის ნაცვლად, ფულბექის პოზიციაზე იასპარეზებს. 

შემადგენლობის დასახელების შემდეგ, პივაკმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"შაბათი დიდი შესაძლებლობაა, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენთვის, გუნდისთვის, რომელიც მომავლისკენ, 2023 წლის მსოფლიო თასისკენ იყურება.

როგორც უკვე ვთქვით, შემოდგომის ერთა თასი ჩვენთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რომ მორაგბეებს მივცეთ თავის წარმოჩენის შესაძლებლობები, მიიღონ მათ გამოცდილება და შევქმნათ სიღრმეები. 

ეს არის დიდი პატივი ახალბედა მორაგბეებისთვის, რომლებსაც სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ექნებათ და პირველ კეპებს მოიხვეჭენ. მათ ვარჯიშებზე კარგად წარმოაჩინეს თავი და იმსახურებენ შესაძლებლობას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ჰქვია", -
განაცხადა პივაკმა.

შეგახსენებთ, რომ უელსი - საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)