სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
"დრაკონები" "ბორჯღალოსნებს" გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდებიან. ირლანდიასთან წაგებული (9:32) მატჩის შემდეგ, პივაკმა სასტარტო თხუთმეტეულში 13 ცვლილება განახორციელა. შერკინებაში ჯასტინ ტიპურიკი დატოვა ძირითადში, რომელიც ამ მატჩში უელსს უკაპიტნებს, ხოლო უკანა ხაზში ლიამ უილიასმა შეინარჩუნა ადგილი, ოღონდ ამჯერად ფრთის ნაცვლად, ფულბექის პოზიციაზე იასპარეზებს.
ჯორჯ ნორსი მიმდინარე კვირაში "ოსპრისს" დაუბრუნდება და საკუთარ გუნდს პრო 14-ში "ბენეტონთან" მატჩში დაეხმარება, ხოლო სხვა ვარსკვლავები დაისვენებენ.
დებიუტი ექნება ოთხ მორაგბეს: მესამეხაზელი ჯეიმს ბოთამი, ცხრა ნომერი ქირან ჰარდი და შუამარბი ჯონი უილიამსი ძირითადში არიან, ხოლო მგეზავი იოან ლოიდი შეცვალაზე შევა.
უელსელთა რაზმი ასე გამოიყურება:
15. ლიამ უილიამსი (65 კეპი)
14. ჯონი მაკნიკოლი (4)
13. ნიკ ტომპკინსი (6)
12. ჯონი უილიამსი (*უკეპო)
11. ლუის რის-ზემიტი (1)
10. კალუმ შიდი (1)
9. ქირან ჰარდი (*უკეპო)
1. უინ ჯონსი (27)
2. ელიოტ დი (30)
3. სამსონ ლი (43)
4. ჯეიკ ბოლი (47)
5. სებ დევისი (8)
6. ჯეიმს ბოთამი (*უკეპო)
7. ჯასტინ ტიპურიკი (78) (კაპიტანი)
8. აარონ უეინვრაითი (24)
მარქაფა:
16. სემ პერი (2)
17. ნიკი სმიტი (36)
18. ლეონ ბრაუნი (10)
19. კორი ჰილი (27)
20. ჯეიმს დევისი (9)
21. რის ვები (34)
22. იოან ლოიდი (*უკეპო)
23. იოჰან ჰოლმსი (3)
შეგახსენებთ, რომ უელსი - საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.