ჯორჯ ნორსის საუკეთესო მომენტები მსოფლიო თასებიდან (VIDEO)

ჯორჯ ნორსის საუკეთესო მომენტები მსოფლიო თასებიდან (VIDEO)

"მსოფლიო რაგბის" იუთუბ გვერდმა ლეგენდარულ ჯორჯ ნორსს ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც მსოფლიო თასებიდან მისი 10 გამორჩეული თამაშია ასახული.

აღსანიშნავია, რომ ნორსმა გასულ პარასკევს ირლანდიასთან წაგებულ (9:32) მატჩში, რომელშიც შეცვლაზე შევიდა, მეასე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ამით რეკორდი დაამყარა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც ცენტურიონთა კლუბს შეუერთდა. ნორსმა ამის გაკეთება 28 წლის და 215 დღის ასაკში მოახერხა და მაიკლ ჰუპერის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც მე-100 კეპი ოქტომბერში ავსტრალიასთან ფრედ დასრულებულ (16:16) მატჩში მოიხვეჭა, რა დროსაც 28 წლის და 348 დღის გახლდათ.  

ცნობისთვის, ნორსმა უელსის ნაკრებში 97-ე მატჩი ჩაატარა, ხოლო სამი კეპი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში ეთვლება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)