მსოფლიო რაგბიმ და გილბერტმა 2021 წლის ქალთა მსოფლიო თასისთვის ბურთი წარადგინეს

მსოფლიო რაგბიმ და გილბერტმა 2021 წლის ქალთა მსოფლიო თასისთვის ბურთი წარადგინეს

"მსოფლიო რაგბიმ" და სპორტული აღჭურვილობის კომპანია "გილბერტმა", რომელიც სარაგბო სამყაროში უმეტესად ცნობილია, როგორც ბურთების მწარმოებელი კომპანია, დღეს 2021 წლის ქალთა მსოფლიო თასისთვის საზოგადოებას ახალი ბურთები წარადგინეს. 

ბურთის დიზაინი, რომლითაც ქალი მორაგბეები 2021 წლის მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ, ასე გამოიყურება. 

2021 წლის ქალთა მსოფლიო თასი ახალ ზელანდიაში გაიმართება. ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს და ჯამში 26 მატჩი გაიმართება, 18 სექტემბერს დაიწყება და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


ტურნირზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს ახალმა ზელანდიამ, ინგლისმა, კანადამ, საფრანგეთმა, ავსტრალიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უელსმა, სამხრეთ აფრიკამ  და ფიჯიმ, ხოლო დარჩენილ 3 ადგილს საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის, აზიის და რეპეშაჟის გამარჯვებულები მიიღებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)