სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უელსური პრესის ცნობით, საქართველოსთან მატჩში "დრაკონების" ძირითადი შემადგენლობის სამი მორაგბის თამაში საეჭვოა.
32 წლის შუამარბმა ჯონათან დევისმა (83 კეპი) ირლანდიასთან მატჩში მუხლი იტკინა. უელსელთა შერკინების მწვრთნელის ჯონათან ჰამფრისის თქმით, უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა და შეძლებს თუ არა, საქართველოსთან მატჩში თამაშს.
ასევე საეჭვოა მესამეხაზელების როს მორიარტის (45 კეპი) და ჯოშ ნავიდის (24 კეპი) თამაში. მათ ირლანდიასთან და საფრანგეთთან განვლილ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჰამფრისმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად აკვირდებიან ამ მორაგბეებს, თუმცა ახლა კონკრეტული რაღაცის თქმა გაუჭირდება. ცნობისთვის, მორიარტის ტერფი აწუხებს, ხოლო ნავიდის ტვინის შერყევა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ უელსი - საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს "პარკ სკარლეტსზე" თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.