სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

არგენტინის ნაკრების ფრთამ ბატისტა დელგიმ, შესაძლოა, კარიერა "ბორდოში" განაგრძოს.
ჟირონდელთა 23 წლის გარემარბმა ჟოფრი კროსმა 13 ნოემბერს "კასტრთან" მოგებულ (30:29) მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშს დაახლოებით 9-დან 12 თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.
ფრანგული პრესის ცნობით, "ბორდოს" ხელმძღვანელობას კროსის შემცვლელად "პუმების" 23 წლის ფრთის ბატისტა დელგის სამედიცინო ჯოკრის სტატუსით დამატება სურს, რომელიც ამჟამად "ხაგუარესის" საკუთრებაში იმყოფება, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ, არგენტინულ ფრენჩაიზს აღარ უთამაშია და 2021 წელსაც მისი რომელიმე ტურნირზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. დელგი კი არგენტინის ნაკრების ძირითადი მოთამაშეა და მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამიტომაც ტრანსფერის ალბათობა მაღალია.
დელგის არგენტინის ნაკრების კვართით 15-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა. "ხაგუარესის" რიგებში კი სუპერ რაგბიში 22 მატჩი ჩაატარა და 12 ლელო დადო.
შეგახსენებთ, რომ "ბორდოს" რიგებში სამი ქართველი მორაგბე ასპარეზობს: ლექსო ყაულაშვილი, ლაშა ტაბიძე და ბექა გორგაძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.