სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურმა საიტმა პირველი ტურის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივართა რჩეული შოტლანდიის ნაკრების სამხრეთაფრიკული წარმოშობის გარემარბი დუჰან ვან დერ მერვე გახდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 3 კვირით ადრე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შედგა.
ვან დერ მერვემ იტალიასთან მოგებულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაპირველ ტაიმში მეტოქის დალელოვებაც მოახერხა. 25 წლის მორაგბემ ხმათა 39% მიიღო, მეორე ადგილზე 25.2%-ით ინგლისის ნაკრების კვაჭი ჯეიმი ჯორჯი გავიდა, რომელმაც საქართველოსთან შეხვედრაში სამი ლელოს დადება მოახერხა. მესამე და მეოთხე ადგილები ირლანდიის ნაკრების მოთამაშეებმა ჯეიმს ლოუმ და ქეილინ დორისმა დაიკავეს, მათ 20.6% და 15.2% მიიღეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.