"დიდ გუნდებთან მეტი თამაში დააჩქარებს უკვე მიღწეულ პროგრესს" - რას წერენ უცხოელი ფანები საქართველოზე?

"დიდ გუნდებთან მეტი თამაში დააჩქარებს უკვე მიღწეულ პროგრესს" - რას წერენ უცხოელი ფანები საქართველოზე?

14 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩში ინგლისმა "თვიქნემზე" საქართველოს ნაკრები 40:0 დაამარცხა. 

გთავაზობთ უცხოელი გულშემატკივრების გამოხმაურებას სოციალურ ქსელებში, საქართველოს ნაკრების თამაშთან დაკავშირებით.

Matheu Cruccu Soddu: "ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ამჟამად 6 ერის შემადგენლობაში შედის ევროპის 6 საუკეთესო გუნდი."

David McCrae: "ბოლო თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების უკანა ხაზს განვითარდება სჭირდება. როდესაც მათი მორკინალები რაიმე სახის უპირატესობას აკეთებენ, უკანახაზელებს არ აქვთ სიჩქარე და უნარი, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ." 

Callum Atkins: "პატივისცემა საქართველოს დაცვაში კარგი თამაშისთვის, რომლის გარღვევაც რთული იყო."

Jackie Ranson Leak: "ინგლისმა მშვენიერი შედეგი აჩვენა. საქართველომ კი აჩვენა ძალა და დიდებული თამაში დაცვაში. ორივე მხარემ კარგად ითამაშა."

Kieran Ryan: "ინგლისის ნაკრების ბოლო ორმა თამაშმა აჩვენა, რომ იტალია და საქართველო ამ დონეზე არ არიან. დროა, რომ 5 ერის ფორმატს დავუბრუნდეთ."

Paul Sheehan: "ინგლისი - საქართველო 40:0. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც მამაცური ძალისხმევა ვიხილეთ აღმოსავლეთ ევროპელთაგან 6 ერის ჩემპიონის წინააღმდეგ."

Keith Jamieson: "ნამდვილად სასიამოვნოა საქართველოს ამ ტურნირზე ასპარეზობა, რადგან მათ განვითარების შესაძლებლობა სჭირდებათ."

Jimmy Fallon: "მე ვარ ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი, მაგრამ მიყვარს საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება, რომელიც მუდმივად უმჯობესდება წლების განმავლობაში. დიდი გუნდების წინააღმდეგ მეტი თამაში დააჩქარებს უკვე მიღწეულ პროგრესს. მომავალი არის ძალიან კაშკაშა ქართული რაგბისთვის."

Tamai Josh: "ბრწყინვალე ძალისხმევა საქართველოს მხრიდან. მათ კარგად ითამაშეს."
 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)