სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფოტო: Georgian Rugby
შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურმა საიტმა პირველი ტურის შემდეგ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც ინდივიდუალურად გამორჩეული მორაგბეების მაჩვენებლებს აღწერს.
გთავაზობთ აღნიშულ სტატისტიკას, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ ოთარ გიორგაძის მიერ მოგებული მეტრები გამოარჩიეს.
ოთარ გიორგაძის მიერ მოგებული 40 მეტრი - საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა "თვიქნემზე" გამართულ შეხვედრაში ბურთის ტარების შესაძლებლობები აჩვენეს, ხოლო ოთარ გიორგაძე განსაკუთრებით ძლიერი იყო, 6 წაღებიდან 40 მეტრი მოიგო, მაშინ როდესაც მოედანზე მხოლოდ 21 წუთი გაატარა.
გიორგაძის მიერ შეცვლილმა ბექა გორგაძემ შაბათს გამართულ შხვედრაში აგრეთვე 40 მეტრი მოიგო, ისევე როგორც გიორგი თხილაიშვილმა. მერაბ შარიქაძე კი საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო უკანახაზელი იყო, ბურთით ხელში მან 3 წაღებაზე 42 მეტრი მოიგო.
გიორგაძე, რომელიც ფრანგულ "ბრივში" თამაშობს, იმედოვნებს, რომ შაბათს ნაჩვენებმა თამაშმა, შესაძლოა, უელსთან გასამართ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოუპოვოს ადგილი, სადაც ქართველები შეეცდებიან რთულ მდგომარეობაში მყოფ მეტოქესთან შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარონ.
გთავაზობთ აგრეთვე სხვა მორაგბეთა სტატისტიკებსაც.
შოტლანდიის ნაკრების უკანახაზელმა დუჰან ვან დერ მერვემ იტალიასთან მატჩში 143 მეტრი მოიგო.
ირლანდიის ნაკრების დებიუტანტმა გარემარბმა ჯეიმს ლოუმ ბურთი 10-ჯერ ატარა.
იტალიის ნაკრების ბურჯმა დანილო ფისკეტიმ რაქში ორჯერ მოახერხა ბურთის მოღლეტვა.
ინგლისის ნაკრების კვაჭმა ჯეიმი ჯორჯმა საქართველოსთან შეხვედრაში ბურთი 44 მეტრზე დაარტყა.
უელსელთა მესამეხაზელმა ტობი ფალეტაუმ ირლანდიასთან მატჩში 19 ბოჭვა შეასრულა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.