სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის 2020 წელი კარგად ვერ მიდის. შაბათს "ოლ ბლექსმა" მეხუთე კალენდარული შეხვედრა გამართა და არგენტინის ნაკრებთან ისტორიაში პირველად დამარცხდა. "პუმებმა" სიდნეიში გამართულ რაგბი ჩემპიონშიპის მატჩში 25:15 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, რაც უკანასკნელად 2011 წელს მოხდა. როგორც იცით, "ოლ ბლექსმა" 7 ნოემბერს ბრიზბენში ავსტრალიის ნაკრებთან 22:24 წააგო. რაც შეეხება 2011 წელს, მაშინ "შავები" 3 ერის ტურნირზე ჯერ სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ (5:18) პორტ ელიზაბეთში, შემდეგ კი ავსტრალიასთან წააგეს (20:25) ბრიზბენში, იმავე "სანკორპ სთედიუმზე", სადაც 10 დღის წინაც დამარცხდნენ.
2011 წელს ახალმა ზელანდიამ 3 ერი დათმო და ტურნირი ავსტრალიამ მოიგო, თუმცა შემდეგ "ოლ ბლექსმა" მსოფლიო თასი აღმართა მეორედ.
რაც შეეხება წლევანდელ რაგბი ჩემპიონშიპს, რომელიც სამხრეთ აფრიკის უთამაშებლობის გამო, 3 ერის ფორმატით ტარდება, ჯერჯერობით "ოლ ბლექსი" ლიდერობს 6 ქულით, თუმცა მათ სამი მატჩი აქვთ ჩატარებული, ხოლო არგენტინას და ავსტრალიას, რომელთაც თითოჯერ აქვთ ნათამაშები, ოთხი ქულა აქვთ.
"ოლ ბლექსმა" წელს სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ორი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. მათ ავსტრალიასთან ოთხი ტესტ-მატჩი გამართეს, საიდანაც ორი მოიგეს, ერთი წააგეს და ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, ხოლო არგენტინასთან გამართულ მატჩში დამარცხდნენ. იან ფოსტერის გუნდი 2020 წლის უკანასკნელ მატჩს 28 ნოემბერს, ავსტრალიის ქალაქ ნიუკასლში არგენტინის წინააღმდეგ გამართავს და რევანშის აღების შანსი ექნება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.