"ჩანდა, რომ ახალ ზელანდიას არ ჰქონდა არანაირი გეგმა, თუ არგენტინა შეცდომას არ დაუშვებდა" - სტივენსონი

"ჩანდა, რომ ახალ ზელანდიას არ ჰქონდა არანაირი გეგმა, თუ არგენტინა შეცდომას არ დაუშვებდა" - სტივენსონი

2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპის მესამე მატჩში არგენტინის ნაკრებმა ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად დაამარცხა და დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. "პუმებმა" სიდნეიში გამართულ მატჩში 25:15 იმარჯვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მატჩი შეაფასა ცნობილმა კომენტატორმა სკოტი სტივენსონმა, რომლის აზრითაც, "ოლ ბლექსს" არანაირი გეგმა არ ჰქონია, თუ მეტოქე შეცდომას არ დაუშვებდა.

"ის, რაც ჩვენ არგენტინასთან მატჩში ვნახეთ, ამას მინიმუმ 2019 წლიდან ვხედავთ. "ოლ ბლექსის" მხრიდან მოთმინების ნაკლებობა იგრძნობა. 

ორი კვირის წინ, სიდნეიში ავსტრალიასთან რეკორდული სხვაობით მოგება (43:5) არ მოსულა "ოლ ბლექსის" მხრიდან ბუნებრივად შექმნილი რაიმე ფაქტორისგან, ეს მოხდა მოწინააღმდეგის მიერ დაშვებული მთელი რიგი შეცდომების ხარჯზე. ჩვენ ვთამაშობთ რაგბს, რომელიც აგებულია იმაზე, რომ სხვა გუნდებმა დაუშვან შეცდომები. დიახ, ჩვენი გამარჯვებებიდან ბევრი მოდის იქიდან, რომ მეტოქეები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ რა ხდებოდა, როდესაც ვერ ვახერხებთ, რომ დავაშვებინოთ მათ ეს შეცდომები? ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს გეგმა, ასე იყო შაბათსაც არგენტინასთან მატჩში და ერთი კვირის წინაც ბრიზბენშიც, სადაც "ოლ ბლექსი" "ვოლაბებთან" დამარცხდა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ.

მიუხედავად იმისა, რომ "ოლ ბლექსმა" ცუდად ითამაშა და იმედი გაგვიცრუა, არგენტინის ისტორიული გამარჯვება ფანტასტიკური იყო რაგბის ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის და ზოგადად "მსოფლიო რაგბისთვის", -
განაცხადა სტივენსონმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)