განახლებული მსოფლიო რეიტინგი: ოლ ბლექსი დაქვეითდა, არგენტინა ორი პოზიციით დაწინაურდა

განახლებული მსოფლიო რეიტინგი: ოლ ბლექსი დაქვეითდა, არგენტინა ორი პოზიციით დაწინაურდა

დღეს "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ოფიციალურად განახლდა. 

შაბათს 3 ერის მატჩში არგენტინამ ისტორიაში პირველად დაამარცხა (25:15) ახალი ზელანდია. შესაბამისად, "პუმებმა" 2 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, "ოლ ბლექსს" კი ამდენივე დააკლდა. შედეგად, არგენტინელებმა 80.31 ქულა დააგროვეს, უელსს და იაპონიას გადაუსწრეს და მეათედან მერვე ადგილზე გადაინაცვლეს, ახალზელანდიელები კი მესამე პოზიციამდე დაქვეითდნენ და მეორე საფეხური ინგლისს გადაულოცეს. ცნობისთვის, "ოლ ბლექსი" მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე დაბლა არასდროს არ ყოფილა. პირველ ადგილზე კვლავ სამხრეთ აფრიკაა, რომელიც 2020 წელს პანდემიის გამო საერთოდ ვერ ითამაშებს, თუმცა რეიტინგს მაინც დამაჯერებლად ულიდერებს, რადგანაც თითქმის 6 ქულითაა წინ.

ირლანდიის ნაკრებმა შინ უელსი სოლიდური სხვაობით 32:9 დაამარცხა და აქვს 0.47 ქულა შემატა. ირლანდია 84.57 ქულით მეხუთე ადგილზეა და საფრანგეთს მხოლოდ 0.02 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, 0.47 ქულა დაკარგა უელსმა, რომელიც მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა და იაპონიას მხოლოდ 0.46 ქულით უსწრებს.

იტალიის გასვლაზე დამარცხებით 0.20 ქულა მოიპოვა შოტლანდიამ, რომელიც მეშვიდე პოზიციაზე მყარად იმყოფება, იტალია კი, რომელიც მე-14 საფეხურზეა, ამდენივე ქულის დაკარგვის შემდეგ, სამოას მხოლოდ 0.16 ქულით უსწრებს.

საქართველოს ნაკრებს ინგლისთან განცდილი მარცხის (0:40) შემდეგ ქულა არ დაუკარგავს და 72.86 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.


 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)