სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფრანგულ პრესაში დღეს "ბორდოსთან" დაკავშირებით ორი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჟირონდული კლუბი, შესაძლოა, მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ და უკანახაზელმა სანტიაგო კორდერომ დატოვონ.
Sudouest.fr წერს, რომ გორგაძეს "ბორდოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება და შესაძლოა, რომ მისი გახანგრძლივება აღარ მოხდეს. ზემოხსენებული გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტორზე, რომ გორგაძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელი მოთამაშეა და "ბორჯღალოსნებში" რეგულარულად იძახებენ, რის გამოც კლუბში ბევრი მატჩი უცდება. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრებში უკვე რეგულარულად იძახებენ კიდევ ერთ მესამეხაზელ კამერონ ვოკის, ჟირონდელთათვის კი, ერთ პოზიციაზე ორი საერთაშორისო კატეგორიის მოთამაშის ყოლა დამაფიქრებელია.
ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გამოცემა rugby-scapulaire, რომელიც "ბორდოსთან" არსებულ ცნობებს კარგად ფლობს, ამ ცნობას კითხვის ნიშანს უსვამს. გადაწყვეტილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ "ბორდოს" საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი მესამეხაზელი მარკო ტოლენი დატოვებს, რომელიც კარიერას "მონპელიეში" განაგრძობს.
რაც შეეხება კორდეროს ამბავს, რომელსაც კონტრაქტი ასევე 2021 წელს ეწურება, ცნობილი სარაგბო გამოცემა Rugbyrama წერს, რომ არგენტინის ნაკრების უკანახაზელის დამატებით "ტულონია" დაინტერესებული და როგორც იწერება, ზღვისპირელებმა 26 წლის უკანახაზელს კონტრაქტიც შეთავაზეს. ამრიგად, მომდევნო სეზონიდან კორდერო, შესაძლოა, "სტად მაიოლზე" ვიხილოთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლექსო ყაულაშვილს "ბორდოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ხოლო ლაშა ტაბიძეს - 2023 წლამდე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.