საქართველოს ნაკრებს კონსტანტინე მიქაუტაძე შეუერთდა

საქართველოს ნაკრებს კონსტანტინე მიქაუტაძე შეუერთდა

© Georgian Rugby

საქართველოს ნაკრებს წამყვანი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე შეუერთდა. 

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდზე ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც "ბორჯღალოსნები" უელსთან მატჩისთვის მზადების პროცესია ასახული. ფოტოებზე ჩანს, რომ "ბორჯღალოსნებს" 29 წლის მიქაუტაძე დაემატა, რომელმაც შოტლანდიასთან და ინგლისთან მატჩი "ბაიონთან" შეთანხმების მიხედვით გამოტოვა და ტოპ 14-ში ითამაშა, მომდევნო სამ მატჩში კი ნაკრებს დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრების კვართით 64-ჯერ უთამაშია და 2 ლელოს გატანა მოახერხა. 

"ბორჯღალოსნები" უელსის ნაკრებს 21 ნოემბერს "პარკ სკარლეტსზე" შეერკინებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)