როგორ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა საქართველოს ნაკრების თამაშს ინგლისის წინააღმდეგ?

როგორ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა საქართველოს ნაკრების თამაშს ინგლისის წინააღმდეგ?

14 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩში ინგლისმა "თვიქნემზე" საქართველოს ნაკრები 40:0 დაამარცხა. 

გთავაზობთ უცხოური პრესის გამოხმაურებას აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით. 

Planetrugby: "ჯეიმი ჯორჯის ჰეთ-თრიკმა ინგლისს გამარჯვება განაპირებოდა, ხოლო ჯორჯი გახდა პირველი კვაჭი, რომელმაც ინგლისის ნაკრების კვართით ჰეთ-თრიკი შეასრულა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, 40-ქულიანი მარცხის მიუხედავად "ბორჯღალოსნებმა" კარგი თამაში აჩვენეს შერკინებაში და მცირე მანძილსაც კი იშვიათად თმობდნენ. მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი დაცვით იამაყონ, ხოლო ქართველი მორაგბეების ფიზიკური მომზადება 80 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. 

საქართველო ამ მატჩისგან კმაყოფილი დარჩება, რადგან ის გაიზრდება. "თვიქნემზე" პირველი მოგზაურობის ფონზე, მათ შეუძლიათ იამაყონ თავიანთი პერფორმანსით."


შემოდგომის ერთა თასის ფეისბუქ გვერდი: "თქვენ მამაცურად იბრძოლეთ, მომდევნო კვირაში გიხილავთ, საქართველო!"

Rugbypass: "31 მცდელობიდან საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული პირველი დონის გუნდის წინააღმდეგ და ამ ჩანაწერის გაუმჯობესების შანსი "ბორჯღალოსნებს" არ ჰქონიათ, რადგან მეტოქემ მათზე თავიდანვე დიდი ზეწოლა მოახდინა, რისი გაძლებაც საწყისი 15 წუთის განმავლობაში მოახერხეს."

BBC: "ქართველებმა საწყის 15 წუთში გმირული დაცვით შეაჩერეს ინგლისი, მაგრამ ამის შემდგომ ჯეკ ვილისმა შეძლო მათი წინააღმდეგობის გატეხვა და სადებიუტო მატჩში ლელო დადო. 

ინგლისის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომრის მეთ დოუსონის თქმით, რომელიც BBC-ის რადიოს ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ინგლისს დაუდგა, როგორც შეეძლო, მაგრამ "ბორჯღალოსნებს" აკლდათ კრეატიულობა და სტრატეგია, არ გააჩნდათ სათანადო გეგმა ინგლისთან საპაექროდ."


Theguardian: "ინგლისმა აჩვენა ძალა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ არც ისე სანახაობრივად. 

საქართველოს ნაკრები ჰგავდა მამაკაცს, რომელიც ცდილობს ჩამოვარდნილი გარდერობის დაჭერას, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ის გარკვეულ მომენტში მაინც ჩამოვარდება. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს? ამ შემთხვევაშიც ასე იყო, საქართველოს ნაკრებმა საწყისი 15 წუთის განმავლობაში გაძლო, შემდეგ კი ლელო გაუშვა, რასაც პირველ ტაიმში კიდევ სამი ლელო მოჰყვა."


Lequipe: "თავიდანვე მოლოდინი იყო, რომ მძიმე ფიზიკური ბრძოლა იქნებოდა, რადგანაც ქართველებს ძლიერი შერკინება ჰყავთ, თუმცა ინგლისელებმა ამ ფიზიკური გამოწვევის მოგება მოახერხეს, რისი დასტურიც ჯეიმი ჯორჯის მიერ მოლიდან დადებული სამი იდენტური ლელოა. 

ქართველები იყვნენ გაბედულნი, მხნეები, მაგრამ სუსტები და ამ დონეზე კონკურენციისგან ჯერჯერობით შორს არიან. მათ გაზომეს ის უფსკრული, რომელიც კვლავ განასხვავებთ ინგლისური სრულყოფილებისგან."  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)