ედი ჯოუნსი: საქართველოსთან და იტალიასთან მატჩი მომზადებაში არ დაგვხმარებია

ედი ჯოუნსი: საქართველოსთან და იტალიასთან მატჩი მომზადებაში არ დაგვხმარებია

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯოუნსი შიშობს, რომ საქართველოსთან და იტალიასთან გამართული შეხვედრების შემდეგ, მისი გუნდი ირლანდიასთან, შემოდგომის ერთა თასის პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ადეკვატურად მომზადებული ვერ იქნება.  

"მათ შორის დიდი სხვაობაა, შეხედეთ მსოფლიო რეიტინგს. საქართველო მე-12 და იტალია მე-14 ადგილზეა. ირლანდიის ნაკრები ტოპ ხუთეულშია, ეს იგივეა, როგორც ჩოგბურთში კეი ნიშიკორის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩს ეთამაშო. 

ბოლო ორი თამაში მომზადებაში არ დაგვხმარებია. სირთულე ის არის, რომ მეორე დონის ორ ქვეყანას ვეთამაშეთ და ახლა გვიწევს თამაში გუნდთან, რომელმაც ბრწყინვალედ მოემზადა უელსთან და საფრანგეთთან. 

ამ კვირაში ძალიან კარგად მომზადება მოგვიწევს, რადგან ირლანდია ძლიერი ფიზიკური გუნდია. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ტრიალებენ. ირლანდიელებმა ბოლო წლებში ევროპაში წარმატებებს მიაღწიეს და მსოფლიო თასის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალეს. მათ კარგი ფიზიკური და ტაქტიკური გამოწვევის შემოთავაზება შეუძლიათ" - განაცხადა ედი ჯოუნსმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)