ფიჯის ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე მონაწილეობის მისაღებად ზომები გაამკაცრა

ფიჯის ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე მონაწილეობის მისაღებად ზომები გაამკაცრა

ფიჯის ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე მონაწილეობისთვის ზომებს ამკაცრებს და ცდილობს არსებული საშიშროებები გაფანტოს. როგორც იცით პირველი ტურის წინ მათ გუნდში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა და საფრანგეთთან თამაში ჩაიშალა, რის გამოც მათი მთლიანად ტურნირში მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

ფიჯურ მხარესთან ერთად ყველაფერს აკეთებენ ტურნირის ორგანიზატორებიც, რათა გუნდმა ტურნირში მონაწილეობის გაგრძელება შეძლოს, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ო'კონორმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა: 

"მორალური მხარე შეკრებაზე მაღალ დონეზე გვქონდა, გუნდი კარგად მოემზადა და ტურნირის დასაწყებად მზად იყო, მაგრამ მომხდარით იმედგაცრუებულნი დავრჩით. 

არც ერთ ინფიცირებულ მორაგბეს სიმპტომები არ გააჩნია და თავს კარგად გრძნობენ. სამედიცინო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, გუშინვე ყველა მორაგბე და  მენეჯმენტის წევრები კარანტინში გადავიდნენ, ახლა ისინი იზოლირებულად თავიანთ ოთახებში არიან. 

საფრანგეთის რაგბის კავშირის სამედიცინო გუნდის დახმარებით და ჩვენი სამედიცინო ჯგუფის მეშვეობით მორაგბეებს ვაკვირდებით, მომდევნო ტესტირება ორშაბათს და ოთხშაბათს არის დაგეგმილი" - განაცხადა ო'კონორმა. 

შეგახსენებთ, რომ ფიჯელები მიმდინარე კვირაში იტალიას უნდა დაუპირისპირდნენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)