სანაკრებო რაგბის კვირის სიმბოლური თხუთმეტეული

სანაკრებო რაგბის კვირის სიმბოლური თხუთმეტეული

გასულ კვირაში შემოდგომის ერთა თასის და 3 ერის გათამაშების მატჩები გაიმართა, სადაც არაერთმა მორაგბემ გამოიჩინა თავი. ამასთან დაკავშირებით "ultimate rugby"-მ გასული კვირის სანაკრებო რაგბის სიმბოლური თხუთმეტეული გამოაქვეყნა, რომელსაც ამ სტატიაში გთავაზობთ. 

გასაკვირი არ არის, რომ ახალ ზელანდიასთან მიღწეული ისტორიული გამარჯვების შემდეგ თხუთმეტეულში საკმაოდ ბევრი 8 არგენტინელი მორაგბე მოხვდა. სამ-სამი მორაგბით არიან წარმოდგენილი ინგლისის და ირლანდიის ნაკრებები, დარჩენილი ერთი ადგილი კი იტალიელმა ცენტრმა დაიკავა. 

გასული კვირის სიმბოლური თხუთმეტეული

1. ნაუელ ტეტაზ ჩაპარო (არგენტინა)
2. ჯეიმი ჯორჯი (ინგლისი)
3. ენდრიუ პორტერი (ირლანდია)
4. გიდო პეტი (არგენტინა)
5. ჯო ლონჩბრი (ინგლისი)
6. პაბლო მატერა (არგენტინა)
7. მარკოს კრემერი (არგენტინა)
8. ქეილინ დორისი (ირლანდია)
9. ტომას კუველი (არგენტინა)
10. ნიკო სანჩესი (არგენტინა)
11. ჯეიმს ლოუ (ირლანდია)
12. სანტიაგო ჩოკობარესი (არგენტინა)
13. მარკო ძანონი (იტალია)
14. ბაუტისტა დელგი (არგენტინა)
15. ელიოტ დეილი (ინგლისი)

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)