ატირებული ხუან იმოფი, ხულიან მონტოჟა და მარიო ლედესმა ისტორიული 80 წუთის ამოწურვის შემდეგ (VIDEO)

ატირებული ხუან იმოფი, ხულიან მონტოჟა და მარიო ლედესმა ისტორიული 80 წუთის ამოწურვის შემდეგ (VIDEO)

2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპის მესამე მატჩში არგენტინის ნაკრებმა ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად დაამარცხა და დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. "პუმებმა" სიდნეიში გამართულ მატჩში 25:15 იმარჯვეს.

არგენტინელი მორაგბეები განსაკუთრებული ემოციებით რომ გამოირჩევიან, ეს ახალი არაა და ბუნებრივია, რომ "ოლ ბლექსთან" მატჩის დასრულების შემდეგ "პუმების" მხრიდან ემოციების ზღვა წამოვიდა. უფრო სწორად კი, კამერებმა ატირებული არგენტინელები ჯერ კიდევ მაშინ დააფიქსირა, როდესაც "ოლ ბლექსთან" მატჩი დასრულებული არ იყო, მაგრამ 80 წუთი უკვე ამოწურული გახლდათ და "პუმები" 15 ქულით იყვნენ, შესაბამისად უკვე ცხადი იყო, რომ მათ ახალი ზელანდია პირველად დაამარცხეს.

თავდაპირველად ცრემლები არგენტინელთა შეცვლილმა კვაჭმა ხულიან მონტოჟამ ვერ შეიკავა, შემდეგ კი კადრში მთავარი მწვრთნელი მარიო ლედესმა გამოჩნდა. მატჩის დასრულებისთანავე კი "რასინგ 92"-ის ვარსკვლავი ხუან იმოფი ატირდა (ფოტოზე), რომელმაც ნაკრების კვართით 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშა და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "პუმებს" "ოლ ბლექსთან" გამარჯვებით დაუბრუნდა. როგორც იცით, 2016-2019 წლებში არგენტინის ნაკრებში ლეგიონერებს ძალიან იშვიათად იძახებდნენ და იმოფიც ამის გამო ვერ ხვდებოდა ნაკრებში.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)